მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Besti Group: ბეტონის წარმოებიდან საბოლოო შესრულებამდე
Besti Group: ბეტონის წარმოებიდან საბოლოო შესრულებამდე

Besti Group: ბეტონის წარმოებიდან საბოლოო შესრულებამდე

BM.GE13 ივლისი, 2026, 14:45|bm.ge

სამშენებლო სექტორში პროექტების მასშტაბისა და ტექნიკური მოთხოვნების ზრდასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება პროცესის ეფექტიანი მართვა. დღეს დამკვეთები სულ უფრო ხშირად ირჩევენ პარტნიორებს, რომლებსაც შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება არა მხოლოდ კონკრეტულ სამუშაოზე, არამედ პროექტის მთლიან პროცესსა და საბოლოო შედეგზე.

ბესტი ჯგუფი უკვე 14 წელია ინდუსტრიული და დეკორატიული იატაკის სისტემების მიმართულებით ოპერირებს. 2023 წლიდან კი კომპანიამ საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოვა და მომხმარებელს საკუთარი წარმოების სასაქონლო ბეტონი და ბეტონის ნაკეთობებიც შესთავაზა. შედეგად, დღეს კომპანია მომხმარებელს სრულ ციკლს სთავაზობს- სასაქონლო ბეტონისა და ბეტონის ნაკეთობების წარმოებიდან, საფუძვლის ტექნოლოგიურად სწორ მომზადებასა და ინდუსტრიული თუ დეკორატიული იატაკის სისტემების საბოლოო შესრულებამდე. შედეგად, დამკვეთი თანამშრომლობს ერთ პარტნიორთან, რომელიც პასუხისმგებელია როგორც სამუშაოების ხარისხიან შესრულებაზე, ისე საბოლოო შედეგზე.

„სამშენებლო სექტორი მუდმივად ვითარდება და მასთან ერთად იცვლება დამკვეთის მოლოდინებიც. დღეს კომპანიებს სჭირდებათ პარტნიორი, რომელიც პასუხისმგებლობას არა მხოლოდ კონკრეტულ სამუშაოზე, არამედ მთლიან პროცესსა და საბოლოო შედეგზე იღებს. სწორედ ამ ხედვით ვავითარებთ Besti Group-ს. 2023 წელს საკუთარი ბეტონის წარმოების დაწყება ჩვენი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, პარტნიორებს კიდევ უფრო კომპლექსური მომსახურება შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია, თითოეულ პროექტში ვიყოთ სანდო პარტნიორი, რომელიც ხარისხსა და პასუხისმგებლობას პროცესის ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს,“ - აცხადებს Besti Group-ის დამფუძნებელი და დირექტორი, მალხაზ კოხრეიძე.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს

BM.GE

რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცა

რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცა

BM.GE

რომ არა ირანში ომი, თბილისის აეროპორტში ნახევარი მილიონით მეტ მგზავრს მივიღებდით - თეა ზაქარაძე

რომ არა ირანში ომი, თბილისის აეროპორტში ნახევარი მილიონით მეტ მგზავრს მივიღებდით - თეა ზაქარაძე

BM.GE

ღვარცოფდამცველებმა მთავარი როლი შეასრულეს, რომ ქალაქს ძირითადი ნაკადი აცილებოდა - პაპუაშვილი თელავის სტიქიაზე

ღვარცოფდამცველებმა მთავარი როლი შეასრულეს, რომ ქალაქს ძირითადი ნაკადი აცილებოდა - პაპუაშვილი თელავის სტიქიაზე

BM.GE