მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბევრი უცხოელი საქართველოში უძრავ ქონებას StableCoin-ით ყიდულობს - Cryptal
ბევრი უცხოელი საქართველოში უძრავ ქონებას StableCoin-ით ყიდულობს - Cryptal

ბევრი უცხოელი საქართველოში უძრავ ქონებას StableCoin-ით ყიდულობს - Cryptal

BM.GE25 ივნისი, 2026, 09:29|bm.ge

Cryptal-ის ინფორმაციით, საქართველოსა და რეგიონში კრიპტოაქტივებიდან განსაკუთრებული ინტერესი სტეიბლკოინების მიმართ არსებობს, რომელიც სულ უფრო აქტიურად გამოიყენება საერთაშორისო გადარიცხვებისთვის. კერძოდ კრიპტალის მმართველი პარტნიორის თქმით, USDT, USDC განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსა და რეგიონში, სადაც არ არსებობს ერთიანი სავალუტო სივრცე და საბანკო გადარიცხვებს ბევრი შეზღუდვა აქვს. როგორც იოსებ ბოლქვაძე ამბობს, ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უცხოელების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენის დროს, რადგან ტრანზაქციები სწორედ ასეთი ციფრული ვალუტით ხორციელდება.

“სტეიბლკოინები აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნებს შორის გადარიცხვების საწარმოებლად. ჩვენ არ გვაქვს რეგიონში ერთიანი მონეტარული სივრცე, როგორც მაგალითად ევროკავშირშიa და ევროზონაა, სადაც ყველგან ერთი ვალუტაა და მარტივად არის შესაძლებელი ევროს გადარიცხვა, მაგალითად, ლიეტუვიდან ლატვიაში.

ჩვენს შემთხვევაში ბევრად უფრო რთული სიტუაცია გვაქვს იმიტომ, რომ არ არის ერთიანი სავალუტო სივრცე. ჩვენს მეზობლებს ყველას სხვადასხვა ვალუტა აქვს, ყველა ქვეყანას თავისი რეგულაცია აქვს, არ არის უნიფიცირებული სტანდარტი, ამიტომ ჩვენს რეგიონში ბევრად უფრო რთულიa ერთი ქვეყნიდან მეორეში ფულის გადარიცხვა. რა თქმა უნდა, შეუძლებელი არ არის და ბანკებიც ემსახურებიან კლიენტებს, მაგრამ ბევრად მეტი შეზღუდვებია, ვიდრე თუნდაც ევროზონაში და ვიდრე აშშ-ში შტატებს შორის გადარიცხვის საწარმოებლად. ამიტომ ჩვენთან, განსაკუთრებით ბოლო წლებში, პოპულარობით სარგებლობს სტეიბლკოინები - USDT ძირითადად და USDC-ც და მსგავსი ტიპის ტრანზაქციებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება ყოველ წელს და გამოიყენება ქვეყნებს შორის გადარიცხვების საწარმოებლად.

ეს საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბოლო წლებში საკმაოდ მაღალია ინტერესი ჩვენი უძრავი ქონების ბაზრის მიმართ. ბევრი უცხოელი ყიდულობს ჩვენთან უძრავ ქონებას და აი ამ სტეიბლკოინებით გადარიცხვა ერთ-ერთი ფულადი ნაკადების შემოდინების ხიდი გახდა”- აცხადებს bm.ge-სთან იოსებ ბოლქვაძე.

მისი თქმით, ბოლო 10 წელში კრიპტობაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ფასების, ასევე ტრანზაქციების რაოდენობის გათვალისწინებით ბოლო 10 წლის განმავლობაში საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 30%-ია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალავერდთან ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა|ბიუჯეტი ₾648 000-ია

ალავერდთან ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა|ბიუჯეტი ₾648 000-ია

BM.GE

დროებითი კომერციული ფანჯარა, რასაც რეპუტაციული რისკებიც ახლავს, არაა განვითარების სტრატეგია|ნიკა ალავიძე

დროებითი კომერციული ფანჯარა, რასაც რეპუტაციული რისკებიც ახლავს, არაა განვითარების სტრატეგია|ნიკა ალავიძე

BM.GE

მაისურები, კოსტიუმები, ბიუსტჰალტერები - როგორია ტანსაცმლის ექსპორტის დინამიკა?

მაისურები, კოსტიუმები, ბიუსტჰალტერები - როგორია ტანსაცმლის ექსპორტის დინამიკა?

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE