მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი - ირაკლი კობახიძე
ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი - ირაკლი კობახიძე

ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი - ირაკლი კობახიძე

BM.GE9 ივნისი, 2026, 15:15|bm.ge

"საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია",- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა.„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის გარე მტრების და მათი ადგილობრივი აგენტურის აგრესიისა და პოლიტიკური თავდასხმის მთავარი ობიექტი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მათი მტკიცებით, ქვეყანა არა დემოკრატიული წესებით, არამედ ერთპიროვნულად, ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. გარდა ამისა, ისინი დემოკრატიული წესით არჩეულ ხელისუფლებას „ივანიშვილის რეჟიმად“ მოიხსენიებენ, რითაც ცდილობენ 2012 წლიდან დამკვიდრებული დემოკრატია ავტოკრატიად წარმოაჩინონ. ამგვარი გზავნილები მოვისმინეთ შაბათის და გუშინ გამართულ სატელევიზიო დებატებზეც, რის შემდეგაც გადავწყვიტე, ამ საკითხზე ქართული საზოგადოების წინაშე ჩემი პოზიცია გამომეხატა.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია. რამდენჯერმე ვთქვი და ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს.

სწორედ ამ ორმა თვისებამ შეაძლებინა მას 2012 წელს ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა: გროსმეისტერულად ჩამოეშორებინა ძალაუფლებას უცხოური აგენტურა, რომელსაც ქვეყნის გარედან ყოველგვარ ძალადობაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. იმ დროს, როდესაც არ ჩანდა არავითარი ძალა, რომელიც უცხოური აგენტურის სისხლიან რეჟიმს კუთვნილ ადგილს მიუჩენდა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრი ხელთათმანებით, ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე, რეჟიმი ძალაუფლებას ჩამოაშორა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაა.

"ამ ფონზე, ქვეყნის გარე მტრებისა და მათი ადგილობრივი აგენტურის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს და ქვეყანაში ერთმმართველობაა დამკვიდრებული, სრული სიყალბეა და პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია

2012 წელს, ქართველმა ხალხმა დაინახა ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია და ქვეყნისთვის თავდადება და გამოუცხადა ნდობა, რომელმაც ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს დაუდო დასაბამი",- თქვა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ 14 წელიწადზე მეტი გავიდა და ეს ნდობა კიდევ უფრო განმტკიცდა იმით, რომ ამ ურთულეს წლებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტელექტმა და უკომპრომისო პატრიოტიზმმა საქართველოს მრავალი ურთულესი წინააღმდეგობის გადალახვის შესაძლებლობა მისცა.

„ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაა. ამ ფონზე, ქვეყნის გარე მტრებისა და მათი ადგილობრივი აგენტურის საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობს და ქვეყანაში ერთმმართველობაა დამკვიდრებული, სრული სიყალბეა და პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია. სწორედ ამიტომ, აუცილებლად მიმაჩნია იმის განმარტება, თუ როგორია დღეს, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის მართვის პროცესში.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს წევრი. სწორედ ამ მოცემულობით წარსდგა მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ამ მოცემულობით მიიღო მან მყარი ნდობა ქართველი ხალხისგან. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არა მხოლოდ ფორმალიზებულია, არამედ უშუალო დემოკრატიულ ლეგიტიმაციასაც ეფუძნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE