მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Binance-მა ყაზახეთში რეგიონული კრიპტოჰაბის შექმნა გადაწყვიტა
Binance-მა ყაზახეთში რეგიონული კრიპტოჰაბის შექმნა გადაწყვიტა

Binance-მა ყაზახეთში რეგიონული კრიპტოჰაბის შექმნა გადაწყვიტა

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 22:20|bm.ge

ყაზახეთის ეროვნულმა ბანკმა და მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტობირჟა Binance-მა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც ყაზახეთის იურისდიქციაში Binance Group-ის რეგიონული ჰაბის შექმნას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, ცენტრალური აზიის, დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის მომხმარებლების საერთაშორისო ტრანზაქციები, ფულადი გზავნილები და ციფრული ოპერაციები სწორედ ყაზახეთიდან განხორციელდება.

როგორც ცნობილია, ყაზახეთში Binance-ის ადგილობრივი სუბიექტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეიქმნება, რომელიც ეროვნული ბანკისგან პირველი კატეგორიის საგადახდო ორგანიზაციის ლიცენზიას მიიღებს. ახალი საგადახდო ჰაბი არსებული პლატფორმის პარალელურად, უშუალოდ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ იმუშავებს.

უნდა ითქვას, რომ აღნიშნული შეთანხმება Binance-სა და ყაზახეთის ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის უფრო ფართო პაკეტის ნაწილია. კრიპტობირჟის დამფუძნებლის, ჩანგპენგ ჟაოს ვიზიტის ფარგლებში მემორანდუმები ასევე გაფორმდა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების სამინისტროსთან და AIFC-თან. მხარეები განიხილავენ ყაზახეთში სტეიბლკოინის შესაძლო გამოშვებას, Alatau City Bank-თან Binance Pay-ს ინტეგრაციასა და AIFC-ის საინვესტიციო საგადახდო რეზიდენტობის პროგრამაში ციფრული აქტივების გამოყენების გაფართოებას.

საყურადღებოა, რომ პროექტის განხორციელების კონკრეტული ვადები, მოსალოდნელი ტრანზაქციების მოცულობა და კლიენტების რაოდენობა ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. პროექტის საბოლოო მასშტაბი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ Binance-ის რეგიონული ბიზნესის რა ნაწილი გადავა ყაზახეთში და როგორ მოერგება სერვისები სამიზნე ქვეყნების ადგილობრივ კანონმდებლობებს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა, გარკვეულწილად, საქართველოშიც ფართოვდება. მაგალითად, Binance-მა თბილისში რეგიონული ოფისი გახსნა, რომლის მიზანი კავკასიისა და მიმდებარე რეგიონის მასშტაბით Web3 ეკოსისტემის განვითარება და ბლოკჩეინ-განათლების ხელშეწყობაა.

ამასთან, კომპანიამ GITA-სთან, BTU-სთან, კავკასიის უნივერსიტეტთან, KIU-სთან და CityPay.io-სთან მემორანდუმები გააფორმა. ზემოხსენებული აქტივობების მიუხედავად, Binance-ის განვითარების ის მასშტაბი და ტემპი, რაც ყაზახეთსა და დუბაიში ფიქსირდება, ახლოსაც არ არის საქართველოში მიმდინარე პროცესებთან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სურსათის ფასები ევროპაში: სად ღირს საკვები ყველაზე ძვირი/იაფი?

სურსათის ფასები ევროპაში: სად ღირს საკვები ყველაზე ძვირი/იაფი?

BM.GE

ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების კოლექციები

ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების კოლექციები

BM.GE

რომელ ქვეყნებს აქვთ IMF-ის ყველაზე დიდი ვალი?

რომელ ქვეყნებს აქვთ IMF-ის ყველაზე დიდი ვალი?

BM.GE

AI-მ მიაგნო ხარვეზს, რომელიც ვებსაიტების 70%-ისთვის საფრთხის შემცველია

AI-მ მიაგნო ხარვეზს, რომელიც ვებსაიტების 70%-ისთვის საფრთხის შემცველია

BM.GE