მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ბიოგრაფ ლივინგის" გაყიდვების 40% უცხოელ ინვესტორებზე მოდის - რა ტიპის ბინებს ირჩევენ უცხოელები?
"ბიოგრაფ ლივინგის" გაყიდვების 40% უცხოელ ინვესტორებზე მოდის - რა ტიპის ბინებს ირჩევენ უცხოელები?

"ბიოგრაფ ლივინგის" გაყიდვების 40% უცხოელ ინვესტორებზე მოდის - რა ტიპის ბინებს ირჩევენ უცხოელები?

BM.GE28 ოქტომბერი, 2026, 22:25|bm.ge

დეველოპერული კომპანია "ბიოგრაფ ლივინგის" პორტფელში საქართველოს არარეზიდენტი მყიდველების წილი მთლიანი გაყიდვების 40%-ს აღწევს, რაც თბილისის უძრავი ქონების ბაზრის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელს თითქმის ოთხჯერ აღემატება - ამის შესახებ "საქმიან დილაში" "ბიოგრაფ ლივინგის" საერთაშორისო გაყიდვების ხელმძღვანელმა, მარიამ ხუციშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, მაშინ როდესაც დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელი მყიდველების წილი ტრადიციულად 10-11%-ის ფარგლებში მერყეობს, "ბიოგრაფ ლივინგის" პროექტების მიმართ საერთაშორისო ინტერესი გაცილებით მაღალია.

"ბოლო წლებში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ზოგადად ძალიან გაზრდილია საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება. თუ ბაზარზე არარეზიდენტი მყიდველების წილი 10-11%-ს შეადგენს, ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 40%-ს აღწევს. ჩვენთვის ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენი პროდუქტი და პროექტები ძალიან საინტერესოა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორისთვის", - ამბობს მარიამ ხუციშვილი.

მისივე თქმით, ქვეყნების მიხედვით, გაყიდვებში ყველაზე მაღალი წილით ისრაელი გამოირჩევა, საიდანაც მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 16% გენერირდება. გარდა ამისა, აქტიურობენ მეზობელი ქვეყნები, ყურის რეგიონი და აშშ. პარალელურად, მკვეთრად მზარდია მოთხოვნა დასავლეთ ევროპიდანაც.

"ბოლო პერიოდში ძალიან მზარდია მომართვიანობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია და სხვა.

ჩვენი დაკვირვებით, უცხოელი ინვესტორი უპირატესობას ანიჭებს შედარებით მცირე ზომის ფართს - 40 კვ.მ-მდე სტუდიოსა და ერთსაძინებლიან ბინებს. ეს მათგან შედარებით ნაკლებ საწყის ინვესტიციას მოითხოვს და სამომავლოდ, გადაყიდვის ან გაქირავების კუთხით, ყველაზე ლიკვიდურ აქტივად განიხილება", - ამბობს "ბიოგრაფ ლივინგის" საერთაშორისო გაყიდვების ხელმძღვანელი.

მისივე შეფასებით, ინვესტორებისთვის გადამწყვეტი აღარ არის მხოლოდ ფასი და მოქნილი გადახდის პირობები; დღეს უპირატესობა ენიჭება გარემოსა და კონცეფციას, რასაც დეველოპერი სთავაზობს მომხმარებელს: "ჩვენი პროექტები 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციას ეფუძნება. ეს გულისხმობს, რომ მომხმარებელს 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე აქვს ყველანაირი საჭირო ინფრასტრუქტურა და სერვისი სახლიდან გაუსვლელად".

საერთაშორისო და ადგილობრივი მოთხოვნის საპასუხოდ, "ბიოგრაფ ლივინგი" თავისი ყველაზე მასშტაბური პროექტის - "ჰისნის" მეორე ფაზის წინასწარ გაყიდვებს იწყებს, რომელიც 5, 6 და 7 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კომპანიის სათავო ოფისში გაიმართება.

მარიამ ხუციშვილის განცხადებით, პროექტის პირველ ფაზაში ბინების თითქმის სრული პორტფელი უკვე ამოწურულია. კომპანიის საერთაშორისო გაყიდვების ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ წინასწარი გაყიდვების ფარგლებში მყიდველები საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობით ისარგებლებენ.

"პროექტის პირველი ფაზა პირველ და მეორე საცხოვრებელ თაუერსს აერთიანებს, სადაც ბინების 95% უკვე გაყიდულია, მაშინ როცა სამუშაოების დასრულებამდე ჯერ კიდევ 2 წელია დარჩენილი. გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია, მივიღეთ გადაწყვეტილება, გასაყიდად გამოვიტანოთ მესამე თაუერსი - მეორე ფაზა.

ფრისეილის ეტაპზე მომხმარებელს ვთავაზობთ ყველაზე დაბალ, საწყის ფასს და მოქნილ პირობებს - მათ შორის პირველადი შენატანის გარეშე შეძენის შესაძლებლობას, როდესაც ღირებულების მხოლოდ 20%-მდე ნაწილდება მშენებლობის დასრულებამდე. ვისაც პირველ ეტაპზე შეძენა სურდა და ვერ მოასწრო, ახლა საუკეთესო შანსი აქვს, რადგან წინასწარი გაყიდვების ეტაპის დასრულებისთანავე ფასების მნიშვნელოვანი ზრდაა დაგეგმილი", - განაცხადა მარიამ ხუციშვილმა BMG-სთან.

"ჰისნი" მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ისანში, ქეთევან დედოფლის გამზირის 69 ნომერში, მეტროსადგურის პირდაპირ ვითარდება. პროექტი აერთიანებს 4 საცხოვრებელ თაუერსს, მრავალფეროვან რეკრეაციულ და სპორტულ სივრცეებსა და 40 000 კვ.მ ფართობის სავაჭრო ცენტრს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"გაწერილი არაა, მიდგომა რაზე იქნება დაფუძნებული"|რა კითხვები აქვს ვიკა ფილფანს გაზის და წყლის ტარიფის დათვლის წესის ცვლილებაზე

"გაწერილი არაა, მიდგომა რაზე იქნება დაფუძნებული"|რა კითხვები აქვს ვიკა ფილფანს გაზის და წყლის ტარიფის დათვლის წესის ცვლილებაზე

BM.GE

Alipay+ მთელი საქართველოს საფინანსო სისტემას დაუკავშირდება, ეს ერთი ბანკის მასშტაბებს სცდება - კახა კოდუა

Alipay+ მთელი საქართველოს საფინანსო სისტემას დაუკავშირდება, ეს ერთი ბანკის მასშტაბებს სცდება - კახა კოდუა

BM.GE

გაზის დიფერენცირებული ტარიფი - სოციალური ზრუნვა თუ ფარული გაძვირება?|რომან გოცირიძის ანალიზი და პროგნოზი

გაზის დიფერენცირებული ტარიფი - სოციალური ზრუნვა თუ ფარული გაძვირება?|რომან გოცირიძის ანალიზი და პროგნოზი

BM.GE

"ბიოლის" გარშემო ისმის სროლის ხმა" - თამაზ მჭედლიძე აცხადებს, რომ ნადირობის სეზონის გამო სტუმრები კურორტს დაგეგმილზე ადრე ტოვებენ

"ბიოლის" გარშემო ისმის სროლის ხმა" - თამაზ მჭედლიძე აცხადებს, რომ ნადირობის სეზონის გამო სტუმრები კურორტს დაგეგმილზე ადრე ტოვებენ

BM.GE