
„Biograpi Living” დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
დეველოპერული კომპანია „Biograpi Living” ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც „კახიძის მუსიკალურ ცენტრში ჩატარდა", კომპანიამ მობინადრეებს, პარტნიორებს და სტუმრებს მიმდინარე პროექტების პროგრესი, გასული 1 წლის შედეგები და 5 ახალი პროექტი გააცნო, რომლის განხორციელებასაც „Biograpi Living” უახლოეს პერიოდში გეგმავს.
„Libretto” - ვაკეში, „Kamara” - ვაშლიჯვარში, „Hisni” ფაზა II - ისანში, „Bohema” - ორთაჭალაში და „1824“ - ჩუღურეთში - ახალი დეველოპერული პროექტებია, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივ წამყვან არქიტექტურულ სტუდიებთან თანამშრომლობით თანამედროვე, დახვეწილი არქიტექტურით იქნება გამორჩეული. პროექტის „Bohema” დიზაინს საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია „BENOY”-ის ლონდონის ოფისი ქმნის. „1824“-ის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე კი ამ ეტაპზე არქიტექტურული კონკურსი მიმდინარეობს.
ასევე, უახლოეს პერიოდში მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება „Biograpi Living App” - ერთიანი ციფრული პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა სერვისსა და პროცესს გააერთიანებს. „Biograpi Living Maintenance” კი პროექტების ჩაბარების შემდეგ საცხოვრებელი სივრცეების მოვლა-პატრონობაზე იზრუნებს, ხოლო „Biograpi Living Brokerage” მობინადრეებს ბინების გაყიდვასა და გაქირავებაში დაეხმარება.
დღეს „Biograpi Living”-ის პორტფელი აერთიანებს პროექტებს: „საკენი“, „მატიანი“, „შანტანი“, „ჰისნი“, „ბარე“, „დაირა“, „მოზაიკა“ და „გარდანი“, რომლებიც თბილისის სხვადასხვა ცენტრალურ და ისტორიულ უბანში განვითარების აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე პროექტების ჯამური ინვესტიცია დღეს 700 მლნ აშშ დოლარს აღწევს.
„Biograpi Living”-ის ყველა პროექტი „15-წუთიანი ქალაქის კონცეფციას” ეფუძნება, რაც გულისხმობს, რომ მობინადრეებისთვის ყოველდღიურად საჭირო სერვისები 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზეა ხელმისაწვდომი. ამ კონცეფციის ფარგლებში „Biograpi Living” თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არიან „Octopus Fitness Club”, „Goodwill”, „Entrée” და სხვა.