მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ბიოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნადირობა აკრძალულია | გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პასუხი
„ბიოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნადირობა აკრძალულია | გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პასუხი

„ბიოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნადირობა აკრძალულია | გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პასუხი

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 14:11|bm.ge

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, "ველნეს კურორტ ბიოლის" ტერიტორიაზე ნადირობა აკრძალულია - ასეთია "ბიოლის" მფლობელის თამაზ მჭედლიძის მიერ გამოქვეყნებული Facebook-პოსტის საპასუხოდ უწყების მიერ გაკეთებული განცხადება.

საქმე ის არის, რომ "ბიოლის" დამფუძნებელმა 28 ოქტომბერს Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, მათ ტერიტორიაზე მუდმივად ისმის სროლის ხმები, რის გამოც დამსვენებლები რიგ შემთხვევაში კურორტს დროზე ადრე ტოვებენ. თამაზ მჭედლიძე აღნიშნავდა, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყების ცხელ ხაზზე კურორტის ადმინისტრაციას პასუხობენ, რომ ამ დროისთვის ნადირობის სეზონი გახსნილია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებაში აცხადებენ, რომ სროლის ხმების შესახებ და სავარაუდო უკანონო ნადირობის ფაქტებზე მათთვის არავის მიუმართავს.

"სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია „ველნეს კურორტ ბიოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის ხმისა და სავარაუდო უკანონო ნადირობის ფაქტების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის მსგავსი ინფორმაციით არავის მოუმართავს და სავარაუდო სამარალდარღვევის შესახებ შეტყობინება არც სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №95-ის (ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე. 2013 წლის 27 დეკემბერი) თანახმად - ნადირობა აკრძალულია საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. ნადირობა ასევე აკრძალულია სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე.

ვინაიდან „ველნეს კურორტი ბიოლი“ და მისი მიმდებარე ტერიტორია მოქცეულია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ნადირობა აკრძალულია.

უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც, გამკაცრებულ კონტროლს ახორციელებენ. შედეგად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში, მხოლოდ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ნადირობის წესების დარღვევის 10 ფაქტია გამოვლენილი. „ველნეს კურორტი ბიოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდო უკანონო ნადირობის ფაქტების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებისთანავე კი, დეპარტამენტის მიერ აღნიშნული ტერიტორია მკაცრ კონტროლზეა აყვანილი - გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ეკიპაჟები ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენენ", - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

BM.GE

გადამუშავებულია 323.3 ათას ტონამდე ყურძენი - რთველი დასასრულს უახლოვდება

გადამუშავებულია 323.3 ათას ტონამდე ყურძენი - რთველი დასასრულს უახლოვდება

BM.GE

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს 9 ამერიკელი ტუროპერატორი გაეცნო - GNTA

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს 9 ამერიკელი ტუროპერატორი გაეცნო - GNTA

BM.GE

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, 9 თვეში ჯამურად 7.4%-ით | საქსტატი

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, 9 თვეში ჯამურად 7.4%-ით | საქსტატი

BM.GE