მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Argenx-მა Forte Biosciences-ი $2.2 მილიარდად შეიძინა
ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Argenx-მა Forte Biosciences-ი $2.2 მილიარდად შეიძინა

ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Argenx-მა Forte Biosciences-ი $2.2 მილიარდად შეიძინა

BM.GE27 ივლისი, 2026, 22:41|bm.ge

გლობალურმა იმუნოლოგიურმა კომპანია argenx-მა ამერიკული Forte Biosciences-ის $2.2 მილიარდად შეძენის შესახებ საბოლოო შეთანხმება გააფორმა. როგორც ირკვევა, გარიგების ფარგლებში argenx-ი Forte Biosciences-ის აქციებს ნაღდი ანგარიშსწორებით, თითო აქციაში $77-ად გამოსყიდის, რაც აქციების საშუალო შეწონილ ფასზე 86%-ით მეტია. შეთანხმება ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭომ უკვე დაამტკიცა და პროცესის დასრულება 2026 წლის მესამე კვარტალშია მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ გარიგების შედეგად argenx-ი საკუთარ პორტფელში დაიმატებს პირველი კლასის anti-CD122 ანტისხეულ "FB102"-ს, რომელიც ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობაზეა ორიენტირებული. პრეპარატმა ვიტილიგოსა და ცელიაკიის კლინიკურ კვლევებში მაღალი ეფექტიანობა უკვე დააფიქსირა, წლის მეორე ნახევარში კი მეორე ფაზის შედეგებს ელოდებიან. ამასთან, მედიკამენტს ალოპეციისა და სხვა მძიმე იმუნოლოგიური დარღვევების მართვის პოტენციალიც აქვს.

რაც შეეხება თავად გარიგების მონაწილე კომპანიებს, argenx-ს, ის გლობალურ ბიოფარმაცევტულ კომპანიად მიიჩნევა, რომელიც მძიმე ავტოიმუნური დაავადებების ინოვაციურ მკურნალობაზეა ორიენტირებული. საკუთარი იმუნოლოგიური ინოვაციების პროგრამის ფარგლებში ის სამეცნიერო ინოვაციების პრაქტიკულ მედიკამენტებად ქცევას უწყობს ხელს. კომპანიამ შექმნა და ბაზარზე პირველმა გაიტანა Neonatal Fc Receptor-ის ბლოკერი, ამჟამად კი საკუთარი პორტფელის გაფართოებას "ეფგარტიგიმოდის", "ემპასიპრუბარტის", "ადიმანებარტისა" და სხვა ანტისხეულების მეშვეობით აგრძელებს.

რაც შეეხება Forte Biosciences-ს, ის ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანიაა და ძირითად რესურსებს ინოვაციური "FB102" მედიკამენტის განვითარებისკენ მიმართავს. კომპანია ორიენტირებულია ისეთი პრეპარატების შექმნაზე, რომლებსაც ავტოიმუნური და მასთან დაკავშირებული დაავადებების ფართო სპექტრის მკურნალობა შეუძლიათ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წარმოუდგენელია, ქართულმა კომპანიამ ჩინურ სახელმწიფო კომპანიას [ტენდერებში] კონკურენცია გაუწიოს - გიორგობიანი

წარმოუდგენელია, ქართულმა კომპანიამ ჩინურ სახელმწიფო კომპანიას [ტენდერებში] კონკურენცია გაუწიოს - გიორგობიანი

BM.GE

არ იყო მარტივი წელიწად-ნახევარი, თუმცა პირველი ნაბიჯები წარმატებული გამოდგა - მიკრობანკი MBC

არ იყო მარტივი წელიწად-ნახევარი, თუმცა პირველი ნაბიჯები წარმატებული გამოდგა - მიკრობანკი MBC

BM.GE

GMP-ის რეგულაციის გამო საქართველოში 3 000-მდე მედიკამენტის რეგისტრაცია შეჩერდა

GMP-ის რეგულაციის გამო საქართველოში 3 000-მდე მედიკამენტის რეგისტრაცია შეჩერდა

BM.GE

"ასეთი თემები უფრო "გულს ფხანს" საზოგადოებას"|ვის სჭირდებოდა უცხოელების დასაქმების გამკაცრება?

"ასეთი თემები უფრო "გულს ფხანს" საზოგადოებას"|ვის სჭირდებოდა უცხოელების დასაქმების გამკაცრება?

BM.GE