მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. IBM-მა და NASA-მ მთვარის საკვლევად ხელოვნური ინტელექტის მოდელი წარადგინეს
IBM-მა და NASA-მ მთვარის საკვლევად ხელოვნური ინტელექტის მოდელი წარადგინეს

IBM-მა და NASA-მ მთვარის საკვლევად ხელოვნური ინტელექტის მოდელი წარადგინეს

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 04:19|bm.ge

IBM-მა და NASA-მ მთვარეზე დაკვირვების მრავალწლიანი მონაცემების გასაანალიზებლად ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი შექმნეს. როგორც ირკვევა, NASA-IBM Lunar Foundation Model-ი მეცნიერებს კრატერების რუკის შედგენასა და ყინულის პოტენციური მარაგების იდენტიფიცირებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ დეველოპერებმა ეს ღია კოდის მქონე სისტემა NASA-ს ოთხი მისიის ფარგლებში შეგროვებულ მონაცემთა 30-ზე მეტ შრეზე გაწვრთნეს. საინფორმაციო ბაზა, რომელიც მოდელის დატრენინგებისთვის იქნა გამოყენებული, ცხრა სამეცნიერო ინსტრუმენტის, მათ შორის აპარატ Lunar Reconnaissance Orbiter-ის მიერ მოპოვებულ მასალებს აერთიანებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სატესტო შემოწმებების დროს ახალმა სისტემამ მთვარის ზედაპირის ძირითადი მახასიათებლები არსებულ მეთოდებთან შედარებით 23%-ით უფრო ზუსტად ამოიცნო.

NASA-ში მოელიან, რომ ახალი ტექნოლოგია სპეციალისტებს რთული ვულკანური რელიეფის შესწავლასა და კოსმოსური ხომალდების უსაფრთხოდ დასაჯდომი ადგილების შერჩევაში დაეხმარება.

ცნობისთვის, ადრე მეცნიერები მსგავსი ამოცანების გადასაჭრელად რუკებს ხელით ამუშავებდნენ ან შედარებით დაბალი რეზოლუციის მანქანური სწავლების ხელსაწყოებს იყენებდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სებ-ის მენეჯმენტს არა აქვს უფლება, საბჭოს წევრის საქმიანობა შეამოწმოს ან მოიკვლიოს|სებ "ყეინიშვილის საქმეზე"

სებ-ის მენეჯმენტს არა აქვს უფლება, საბჭოს წევრის საქმიანობა შეამოწმოს ან მოიკვლიოს|სებ "ყეინიშვილის საქმეზე"

BM.GE

ონის შესასვლელთან გზის რეაბილიტაცია დასრულდა - მოძრაობა სრულად აღდგა

ონის შესასვლელთან გზის რეაბილიტაცია დასრულდა - მოძრაობა სრულად აღდგა

BM.GE

რა განაკვეთით სესხულობს საქართველო AIIB-სგან €158 მლნ-ს ბადიაური-ბაკურციხის გზის ასაშენებლად?

რა განაკვეთით სესხულობს საქართველო AIIB-სგან €158 მლნ-ს ბადიაური-ბაკურციხის გზის ასაშენებლად?

BM.GE

თბილისის სასტუმროებსა და რესტორნებში უცხოელების დანახარჯების ზრდა 20%-ს აჭარბებს | TBC Capital

თბილისის სასტუმროებსა და რესტორნებში უცხოელების დანახარჯების ზრდა 20%-ს აჭარბებს | TBC Capital

BM.GE