მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა – მოლოდინები
ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა – მოლოდინები

ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა – მოლოდინები

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 19:39|bm.ge

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის გაუფასურება გრძელდება. დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ბარელი Brent-ის ფასი 90 დოლარამდე დაეცა, ამერიკული WTI თითქმის $82-მდე შემცირდა, ხოლო რუსული Urals-ის ფასმა $74-მდე იკლო.

ერთთვიან პერიოდში ნავთობი უკვე 22%-ით არის გაუფასურებული და ანალიტიკოსების ვარაუდით, წლის ბოლომდე ფასი დამატებით 10-15%-ით დაეცემა.

უნდა აღინიშნოს, რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების მიუხედავად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან ნედლი ნავთობის ექსპორტი შეუფერხებლად გრძელდება. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, მეოთხე კვარტალში გლობალურ ბაზარზე დღე-ღამეში დაახლოებით 2 მილიონი ბარელის მოცულობის ჭარბი მიწოდება დაფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე ახალი პრობლემა - ნავთობის პროფიციტი გაჩნდება.

ანალოგიურ ტენდენციაზე მიუთითებს საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-იც, რომლის შეფასებითაც, ახლო აღმოსავლეთში წარმოების აღდგენისა და ახალი საექსპორტო ინფრასტრუქტურის ამოქმედების ფონზე 2027 წელს ბაზარზე მნიშვნელოვანი პროფიციტი იქნება, რომელიც ნავთობის მკვეთრ გაუფასურებას გამოიწვევს.

რაც შეეხება გეოპოლიტიკურ ვითარებას, იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანეს, ბაჰრეინში კი ირანული იერიშის შედეგად სამოქალაქო სამრეწველო ობიექტი დაზიანდა. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, ახალი წლის შემდეგ ის ირანზე დარტყმების განახლებას არ გამორიცხავს.

ამის მიუხედავად, ამერიკის შუალედური არჩევნების შემდეგ ტრეიდერები ფიქრობენ, რომ აშშ-ირანის სრულმასშტაბიანი კონფლიქტი არ განახლდება და ირანის საკითხი ეტაპობრივად მშვიდობიანად მოგვარდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა

„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა

BM.GE

ოქტომბერში 389 მაღალანაზღაურებადი პირის ხელფასმა 228 ათასზე მეტი დასაქმებულის შემოსავალს გადააჭარბა

ოქტომბერში 389 მაღალანაზღაურებადი პირის ხელფასმა 228 ათასზე მეტი დასაქმებულის შემოსავალს გადააჭარბა

BM.GE

შავი პარასკევი ქართულ ონლაინ მაღაზიებში: 5 ციფრული შეცდომა, რომლის გამოც ფასდაკლება გაყიდვებად არ იქცევა

შავი პარასკევი ქართულ ონლაინ მაღაზიებში: 5 ციფრული შეცდომა, რომლის გამოც ფასდაკლება გაყიდვებად არ იქცევა

BM.GE

განათლების სამინისტრო სკოლებში საგაკვეთილო საათების განაწილების წესს ცვლის - სახალხო დამცველი

განათლების სამინისტრო სკოლებში საგაკვეთილო საათების განაწილების წესს ცვლის - სახალხო დამცველი

BM.GE