მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასები ისევ ეცემა
ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასები ისევ ეცემა

ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასები ისევ ეცემა

BM.GE13 ივლისი, 2026, 19:05|bm.ge

ძვირფასი მეტალების ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება - ერთ კვირაში ოქროს ფასი 2.5%-ით დაეცა და დღეს 4,070 დოლარი შეადგინა, რაც ერთთვიანი მინიმუმია. რაც შეეხება ვერცხლს, ის 58 დოლარად ივაჭრება და 5.5%-ით არის გაუფასურებული.

წლის დასაწყისში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ოქრო 27%-ით არის გაუფასურებული, ხოლო ვერცხლი - განახევრებულია.

ბაზარზე პესიმისტური განწყობა აშშ-ის ინფლაციურ სტატისტიკას და სამომხმარებლო ფასების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. როგორც ირკვევა, სამომხმარებლო ფასების მატება ბაზარზე იმ მოლოდინს აძლიერებს, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ხანგრძლივი პერიოდით შეინარჩუნებს ან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას განაახლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოქრო ტრადიციულად ინფლაციისგან დამცავ აქტივად მიიჩნევა, მაღალი განაკვეთები მის მიმზიდველობას ამცირებს, რადგან ამ დროს ინვესტორები უპირატესობას სხვა შემოსავლიან აქტივებს ანიჭებენ.

ბოლო კვირის განმავლობაში დაღმასვლის მიზეზი კი ჰორმუზის სრუტეში კონფლიქტის ესკალაცია და აშშ-ირანის სამხედრო დაპირისპირებაა, რაც ნავთობს აძვირებს, რომელიც, თავის მხრივ, ინფლაციურ ზეწოლას ზრდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი

საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი

BM.GE

ნეპალში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხოდ იმყოფება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნეპალში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხოდ იმყოფება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

BM.GE

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას | საელჩო

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას | საელჩო

BM.GE

როგორი იქნება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი - ₾15-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

როგორი იქნება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი - ₾15-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE