მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბიტკოინის ფასი 82,000 დოლარს უახლოვდება
ბიტკოინის ფასი 82,000 დოლარს უახლოვდება

ბიტკოინის ფასი 82,000 დოლარს უახლოვდება

BM.GE5 მაისი, 2026, 21:56|bm.ge

გლობალურ კრიპტობირჟაზე აღმასვლის დინამიკა შეინიშნება – 24 საათში ბაზრის საერთო შეფასება თითქმის 3%-ით გაიზარდა და მან $2.7 ტრილიონს მიაღწია.

ერთ კვირაში ბიტკოინი 7%-ით არის გაძვირებული ის ამჟამად 82,000-დოლარიან ნიშნულს უახლოვდება, ხოლო მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $1.6 ტრილიონია.

გაძვირებულია ეთერიუმიც, რომლის ფასი 5%-ით, $2,4000-მდე გაიზარდა, მისი კაპიტალიზაცია კი $288 მილიარდის ფარგლებშია.

აღმასვლის დინამიკა შეინიშნება სხვა კრიპტოაქტივებთან მიმართებითაც, რაც გლობალური საფონდო ინდექსების აღმასვლით არის განპირობებული. მაგალითად, დღეს ამერიკული საფონდო ბირჟა ახალ რეკორდულ ნიშნულზე ავიდა, რაც ინვესტორების განწყობის გაუმჯობესებით არის გამოწვეული.

ზოგადად, როდესაც საფონდო ბირჟა იზრდება, მაშინ იმატებს ინტერესიც კრიპტოინდუსტრიის მიმართ, რადგან ინვესტორები სარისკო აქტივების შესყიდვას იწყებენ და კრიპტო სწორედ ამ აქტივების კატეგორიაში შედის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE