მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბიუჯეტიდან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომი გართულების სამკურნალო ძვირად ღირებული წამალი დაფინანსდება
ბიუჯეტიდან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომი გართულების სამკურნალო ძვირად ღირებული წამალი დაფინანსდება

ბიუჯეტიდან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომი გართულების სამკურნალო ძვირად ღირებული წამალი დაფინანსდება

BM.GE2 ივლისი, 2026, 11:57|bm.ge

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. მთავრობის ახალი დადგენილებით, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების სამკურნალოდ სახელმწიფო ძვირად ღირებულ მედიკამენტ „ჯაკავს“ სრულად დააფინანსებს.

სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ უფინანსდებათ. თუმცა, გადანერგვის შემდეგ პაციენტთა ნაწილს უვითარდება რეაქცია GVHD - „ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“. ეს არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, როდესაც გადანერგილი დონორის უჯრედები პაციენტის ორგანიზმს, როგორც უცხოს, ისე ებრძვიან.

საერთაშორისო კლინიკური რეკომენდაციების მიხედვით, ამ გართულების მართვისთვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიჩნეულია პრეპარატი „ჯაკავი“. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომელთა ორგანიზმიც სტანდარტულ ჰორმონალურ (სტეროიდულ) თერაპიას აღარ ექვემდებარება. აქამდე აღნიშნული მედიკამენტის ყიდვა პაციენტების ოჯახებს საკუთარი ხარჯებით უწევდათ, რაც დიდ ფინანსურ ტვირთთან იყო დაკავშირებული.

ვინ მიიღებს მედიკამენტს?

ცვლილების თანახმად, პრეპარატი „ჯაკავი“ ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარისთვის, ვისაც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ სტეროიდრეზისტენტული GVHD სინდრომი განუვითარდა.

პროგრამით ისარგებლებენ:

• საქართველოს მოქალაქეები; • 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები; • პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; • ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საქართველოს კანონმდებლობით და მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი; • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან თავშესაფრის მაძიებელი პირები.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ცვლილება საგრძნობლად შეამსუბუქებს პაციენტთა ოჯახების ფინანსურ ტვირთს და გაზრდის მაღალი ხარისხის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" ფინანსთა სამინისტროს მიმართავს და დღგ-ის ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდას ითხოვს

"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" ფინანსთა სამინისტროს მიმართავს და დღგ-ის ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდას ითხოვს

BM.GE

ევროკომისიის პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტით სომხეთში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი საქმიანი ვიზიტით სომხეთში ჩავიდა

BM.GE

რაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჟენევის მოლაპარაკებებზე?

რაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჟენევის მოლაპარაკებებზე?

BM.GE