მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 11 სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა | სია
11 სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა | სია

11 სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა | სია

BM.GE16 აგვისტო, 2026, 16:00|bm.ge

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 11 სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა. თითოეული სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება სხვადასხვაა, ჯამურად კი 130 მლნ ლარს აღწევს.

ყველა ტენდერი Design-Build მეთოდით, სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას ითვალისწინებს. სამუშაოს შესრულების საერთო ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 კალენდარული თვეა მითითებული.

გთავაზობთ სკოლების ჩამონათვალს და შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულებას თითოეულის შემთხვევაში:

• ქალაქ ქუთაისის აფხაზეთის N5 საჯარო სკოლა - 5 632 451 ლარი • დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლა - 7 369 500 ლარი • ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლა - 16 201 483 ლარი • მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იენაშის (ლატალის თემი) საჯარო სკოლა - 15 950 500 ლარი • ქალაქ თელავის N8 (შალაურის კორპუსი) საჯარო სკოლა - 9 616 455 ლარი • თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლა - 12 009 118 ლარი • ქალაქ ტყიბულის N6 საჯარო სკოლა - 11 916 031 ლარი • ქალაქ ხონის N4 საჯარო სკოლა - 11 580 205 ლარი • დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალში, დანიელ ჭონქაძის ქუჩა N2-ში არსებული საჯარო სკოლა - 16 278 000 ლარი • ქალაქ ბორჯომში, წმინდა ნინოს ქუჩა N2-ში არსებული N1 საჯარო სკოლა - 10 554 520 ლარი • ქალაქ რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩა N14-ში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის N16 საჯარო სკოლა - 12 909 248 ლარი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოცხადდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • ჭიათურაში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდაიმედი
  • კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდარუსთავი 2
  • აფხაზეთში უპილოტო საფრთხე გამოცხადდანეტგაზეთი
  • 22 ივლისს ბათუმში დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდაფორმულა
გამოცხადდა →

მსგავსი სტატიები

უკრაინული დრონების შეტევა მოსკოვის ოლქზე - დაზიანდა Wildberries-ის კიდევ ერთი საწყობი

უკრაინული დრონების შეტევა მოსკოვის ოლქზე - დაზიანდა Wildberries-ის კიდევ ერთი საწყობი

BM.GE

თბილისის შემოვლითი გზის მეოთხე და მეხუთე მონაკვეთებზე ტენდერის დასრულება გახანგრძლივდა

თბილისის შემოვლითი გზის მეოთხე და მეხუთე მონაკვეთებზე ტენდერის დასრულება გახანგრძლივდა

BM.GE

დააკავეს სამი პირი, რომლებიც იარაღის მუქარით, მოქალაქეებს ბანკებიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ

დააკავეს სამი პირი, რომლებიც იარაღის მუქარით, მოქალაქეებს ბანკებიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ

BM.GE

თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს, მათ შორის არასრულწლოვანი

თბილისში ავტომობილის ქურდობის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს, მათ შორის არასრულწლოვანი

BM.GE