მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ბიუროკრატიის შემცირება დერეფნის გამტარუნარიანობას ავტომატურად გაზრდის" - APM Terminals Poti-ს დირექტორი
"ბიუროკრატიის შემცირება დერეფნის გამტარუნარიანობას ავტომატურად გაზრდის" - APM Terminals Poti-ს დირექტორი

"ბიუროკრატიის შემცირება დერეფნის გამტარუნარიანობას ავტომატურად გაზრდის" - APM Terminals Poti-ს დირექტორი

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 18:10|bm.ge

APM Terminals Poti-ს მმართველი დირექტორის შეფასებით, ბიუროკრატიის შემცირება დერეფნის გამტარუნარიანობას ავტომატურად გაზრდის - ამის შესახებ BMG-ს შავი ზღვის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციაზე კრისტიან რიოდერმა განუცხადა.

რამდენად მზად არის ფოთის საზღვაო ნავსადგური დამატებითი ტვირთნაკადის მისაღებად და რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად? - BMG-ს ამ კითხვების საპასუხოდ APM Terminals Poti-ს მმართველმა დირექტორმა აღნიშნა, რომ შუა დერეფანში ტვირთების მოცულობა მუდმივად მზარდია, რის გამოც ქვეყანას დაუყოვნებლივი, პრაგმატული სამოქმედო გეგმა სჭირდება.

"ტვირთების ნაკადი იზრდება და ჩვენ გვჯერა ამ რეგიონის. გვწამს, რომ ის კიდევ უფრო გაიზრდება და პორტის მეტ სიმძლავრეზე მოთხოვნა გაჩნდება. საქართველომ უნდა შეიმუშაოს გეგმა, თუ როგორ შევძლებთ ამ დამატებითი მოცულობების ათვისებას. ახალი საპორტო თუ გაფართოების პროექტების განხორციელებას დიდი დრო სჭირდება. მანამდე კი უნდა გამოვიყენოთ ის, რაც ხელთ გვაქვს: როგორ შეგვიძლია მოკლევადიან პერსპექტივაში ინვესტირება, რათა არსებული სიმძლავრეები გავათავისუფლოთ", - აღნიშნა რიოდერმა.

ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებთან ერთად, კრისტიან რიოდერი განსაკუთრებულ ყურადღებას პროცედურულ ბარიერებზე ამახვილებს. მისი განმარტებით, ტრანზიტის გამტარუნარიანობის გაზრდის უდიდესი რესურსი სწორედ სასაზღვრო ბიუროკრატიის გამარტივებაშია.

"დიდი ფარული პოტენციალი იმალება პროცესებსა და პროცედურებში. როგორ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მთავრობასთან და ზოგადად რეგიონის მთავრობებთან ბიუროკრატიის შესამცირებლად, რათა ტვირთების მოძრაობა ნაკლები შეფერხებითა და მეტი სიმარტივით წარიმართოს?

საზღვრებზე შეფერხებები დღეს ყველა მიმართულებით არის. ყოველ ჯერზე, როდესაც ტვირთის გადამუშავება ხდება და სხვადასხვა ქვეყნის მოთხოვნილი დოკუმენტაცია განსხვავდება, ყოველ საზღვარზე ახალი პროცედურის გავლა ოპტიმალური ნამდვილად არ არის. ამ პროცესების ოპტიმიზაცია დერეფანს ავტომატურად მისცემს დამატებით გამტარუნარიანობას", - ხაზგასმით აღნიშნა მან.

კრისტიან რიოდერი მიესალმება კონსტანცას პორტის ინიციატივას რუმინეთიდან საქართველოში დამატებითი ბორნეის დამატების შესახებ და აღნიშნავს, რომ მოსაზრება, თითქოს ფოთის პორტს ახალი ტვირთების მიღება აღარ შეუძლია, რეალობას სრულად არ ასახავს.

"ჩვენ, როგორც APM Terminals Poti, რა თქმა უნდა, მივესალმებით დამატებით ინვესტიციებს, რომლებიც შავი ზღვის გავლით ევროპასთან გვაკავშირებს, მათ შორის - დამატებით ბორნებს. ხშირად გვესმის, თითქოს ფოთის პორტი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, თუმცა აქ აუცილებელია შევხედოთ ტვირთის ტიპს. კონტეინერების მიმართულებით ჩვენ მართლაც ძალიან მაღალი დატვირთვით ვმუშაობთ, მაგრამ ნაყარი, გენერალური და საბორნე ტვირთების ნაწილში ნამდვილად არსებობს დამატებითი გამტარუნარიანობა, რომლის ამუშავებაც შემდგომი ინვესტიციებითა და არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებით შეგვიძლია", - განაცხადა კრისტიან რიოდერმა.

რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორობას, APM Terminals Poti-ს მმართველი დირექტორის შეფასებით, შავი ზღვის პორტებს შორის კოორდინაციის პრობლემა არ დგას, თუმცა მთავარი აქცენტი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სინქრონიზებულ მუშაობაზე უნდა გაკეთდეს.

"შავი ზღვის პორტებს შორის ურთიერთობა გამართულია, იქ პრობლემებს ვერ ვხედავ. ჩვენთვის გადამწყვეტია, როგორ ვიმუშავებთ ცენტრალური აზიიდან წამოსულ ტვირთებზე. აუცილებელია აზერბაიჯანთან, თურქმენეთთან, ყაზახეთსა და უზბეკეთთან ერთიანი რეგიონული მიდგომით მუშაობა, რათა ტვირთებმა მთელ მარშრუტზე შეუფერხებლად იმოძრაოს", - განაცხადა კრისტიან რიოდერმა.

თბილისში მიმდინარე შავი ზღვის ყოველწლიურ კონფერენციაზე ("Bridging Markets, Connectivity, and Sustainable Growth") ცნობილი გახდა, რომ რუმინეთის კონსტანცას პორტი ფოთის მიმართულებით ორი ახალი ბორნის დამატებას გეგმავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დირექტორი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • გამჭვირვალობა: სამცხე ჯავახეთში 11 მუნიციპალური ორგანიზაციის დირექტორი კანონს ღიად არღვევსფორმულა
  • ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი საქმის დეტალებზერუსთავი 2
  • ექსკლუზივი: "პირველების" ინფორმაციით, დააკავეს თბილისის მერიის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დირექტორი, გელა ძიძიკაშვილიტვ პირველი
  • გლდანის ციხის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლესნეტგაზეთი
დირექტორი →

მსგავსი სტატიები

მიკრობანკი ემბისი სინგაპურის საერთაშორისო ფინტექ ფესტივალში იღებს მონაწილეობს

მიკრობანკი ემბისი სინგაპურის საერთაშორისო ფინტექ ფესტივალში იღებს მონაწილეობს

BM.GE

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

BM.GE

ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ჩინეთში უკრაინის ომი განიხილეს

ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ჩინეთში უკრაინის ომი განიხილეს

BM.GE

კონსტანცას პორტიდან საქართველოს მიმართულებით ორი ბორნის დამატება განიხილება - კრისტიან ტომა

კონსტანცას პორტიდან საქართველოს მიმართულებით ორი ბორნის დამატება განიხილება - კრისტიან ტომა

BM.GE