მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კონსტანცას პორტიდან საქართველოს მიმართულებით ორი ბორნის დამატება განიხილება - კრისტიან ტომა
კონსტანცას პორტიდან საქართველოს მიმართულებით ორი ბორნის დამატება განიხილება - კრისტიან ტომა

კონსტანცას პორტიდან საქართველოს მიმართულებით ორი ბორნის დამატება განიხილება - კრისტიან ტომა

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 17:41|bm.ge

რუმინეთის კონსტანცას პორტიდან საქართველოს მიმართულებით 2 სატვირთო ბორნის დამატება განიხილება. შავი ზღვის ყოველწლიურ კონფერენციაზე BMG-სთან საუბრისას პორტის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კრისტიან ტომამ აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი არსებობს.

"ჩვენ გვაქვს ორი სატვირთო ბორანი ბათუმისა და ფოთის პორტებთან, რაც საკმარისი არ არის. დაინტერესებულები ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ და სერიოზული პარტნიორები ვიყოთ საქართველოსთან ურთიერთობაში. ვფიქრობ, მომავალში ჩვენთვის დიდი სიამოვნება და შესაძლებლობა იქნება, დავამატოთ ორი ახალი ბორანი საქართველოსთან. მომავალი წლის მარტში კონსტანცაში შეხვედრა დავნიშნეთ, რათა განვიხილოთ ეს შესაძლებლობა. გუშინ საღამოს ელჩთან ვსაუბრობდი და მგონია, რომ მომავალში საქართველოში ტვირთების გადაზიდვის შესანიშნავ შესაძლებლობას შევქმნით.

ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ტვირთის მოძიებაა. ეს იქნება შემდეგი განხილვის თემა ოპერატორებთან საქართველოდან, გერმანიიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, რადგან ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიძიოთ ტვირთი. კონსტანცაში გვაქვს მულტიმოდალური ტრანსპორტი, ვამუშავებთ გენერალურ ტვირთებს, გვაქვს უამრავი ნავმისადგომი. კონსტანცაში ბევრი ტვირთი გვაქვს, რომელსაც ვამუშავებთ, მაგრამ კონკრეტულად საქართველოსთან - ფოთთან და ბათუმთან მიმართებით თუ ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, აუცილებელი იქნება უფრო მეტი ტვირთის მოძიება გადასაზიდად. მგონია, რომ კოორდინაციით, საქართველოს პორტის ოპერატორების სპეციალისტებთან ერთად, ვიპოვით გამოსავალს და საუკეთესო პრაქტიკას, რათა ჩვენი პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ", - აცხადებს კრისტიან ტომა.

ცნობისთვის, რუმინეთის ქალაქ კონსტანცას პორტთან პირდაპირი საბორნე მიმოსვლა 2023 წელს დაიწყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ჩინეთში უკრაინის ომი განიხილეს

ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ჩინეთში უკრაინის ომი განიხილეს

BM.GE

რკინიგზით გადაზიდულ ტვირთებში ნავთობპროდუქტები ლიდერობს | ტვირთების სტრუქტურა

რკინიგზით გადაზიდულ ტვირთებში ნავთობპროდუქტები ლიდერობს | ტვირთების სტრუქტურა

BM.GE

ერთ დღესაც სრულფასოვან ბაზას მივიღებთ, გვეცოდინება ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებს - მინისტრი

ერთ დღესაც სრულფასოვან ბაზას მივიღებთ, გვეცოდინება ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებს - მინისტრი

BM.GE

III კვარტალში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 27%-ით გაიზარდა, მგზავრთნაკადი - 40%-ით

III კვარტალში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 27%-ით გაიზარდა, მგზავრთნაკადი - 40%-ით

BM.GE