მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბიზნესაქტივობის ზრდის ტენდენციები მომავალ კვარტლებშიც გაგრძელდება - ცინცაძე
ბიზნესაქტივობის ზრდის ტენდენციები მომავალ კვარტლებშიც გაგრძელდება - ცინცაძე

ბიზნესაქტივობის ზრდის ტენდენციები მომავალ კვარტლებშიც გაგრძელდება - ცინცაძე

BM.GE4 ივნისი, 2026, 22:58|bm.ge

ჩვენი მოლოდინია, რომ ბიზნესაქტივობის ზრდის მიმართულებით პირველ კვარტალში დაფიქსირებული ტენდენციები მომავალ კვარტლებშიც გაგრძელდება - ეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ ბიზნესს სექტორის ბრუნვის ზრდის შეფასებისას განაცხადა.

ცნობისთვის, 2026 წლის I კვარტალში ბიზნესს სექტორის ბრუნვა თითქმის 11%-ით 62 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში ზრდა დაფიქსირდა როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესში: მსხვილი საწარმოების გამოშვება 13%-ით გაიზარდა, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდამ 12% შეადგინა. იანვარ-მარტში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ისე დასაქმების მიმართულებით.

ბიზნესსექტორში არსებულ მაღალ მაჩვენებლებზე საუბრისას მინისტრის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს მცირე და საშუალო მეწარმეების კონკურენტუნარიანობის ზრდას.

ცინცაძის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესს კლიმატი, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ბიზნესაქტივობის, ახალი ინვესტიციების განხორციელების და ზოგადად, ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბებას.

„ჩვენი მოლოდინია, რომ ბიზნესაქტივობის ზრდის მიმართულებით პირველ კვარტალში დაფიქსირებული ტენდენციები მომავალ კვარტლებშიც გაგრძელდება. ეს, საბოლოო ჯამში, განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც პოზიტიურად აისახება როგორც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაზე და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე“, - აცხადებს ცინცაძე.

ვრცლად ამ თემაზე: I კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 11%-ით ₾62 მლრდ-მდე გაიზარდა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE

FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივა

FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივა

BM.GE

OpenAI-მ ივლისში იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მთელ მე-2 კვარტალში - კომპანიის CFO

OpenAI-მ ივლისში იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მთელ მე-2 კვარტალში - კომპანიის CFO

BM.GE

ენერგეტიკაში EU-ის რეგულაციები და თამაშის წესები განჭვრეტადობას მოგვცემს - თორნიკე დარჯანია

ენერგეტიკაში EU-ის რეგულაციები და თამაშის წესები განჭვრეტადობას მოგვცემს - თორნიკე დარჯანია

BM.GE