მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბიზნესებს, რომლებიც ნაღდი ანგარიშსწორებით საქმიანობენ, აღრიცხვის წიგნის სამი წლის განმავლობაში შენახვა მოუწევთ
ბიზნესებს, რომლებიც ნაღდი ანგარიშსწორებით საქმიანობენ, აღრიცხვის წიგნის სამი წლის განმავლობაში შენახვა მოუწევთ

ბიზნესებს, რომლებიც ნაღდი ანგარიშსწორებით საქმიანობენ, აღრიცხვის წიგნის სამი წლის განმავლობაში შენახვა მოუწევთ

BM.GE14 ივლისი, 2026, 01:07|bm.ge

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წესში ცვლილებები შევიდა, რომლებიც 2026 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება.

BDO-ს საკანონმდებლო მიმოხილვის თანახმად, ახალი რეგულაციით, პირებს, რომლებიც შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებულ აღრიცხვას აწარმოებენ, შესაძლებლობა ექნებათ აღრიცხვის წიგნი როგორც ქაღალდზე, ისე ელექტრონული ფორმით შეინახონ.

ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი აღრიცხვის წიგნის დალუქვის პროცედურის გაუქმებაა. ახალი წესით, გადასახადის გადამხდელს აღარ მოუწევს საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვა აღრიცხვის წიგნის დასალუქად.

ამასთან, განისაზღვრა, რომ აღრიცხვის წიგნი არანაკლებ სამი წლის განმავლობაში უნდა ინახებოდეს. დოკუმენტის მიხედვით, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, პირს შეიძლება ერთზე მეტი აღრიცხვის წიგნიც ჰქონდეს.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, გამარტივებული აღრიცხვის წესები ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც საქონლის ან მომსახურების რეალიზაციას ძირითადად ნაღდი ანგარიშსწორებით ახორციელებენ. აღნიშნული წესი არ ეხება იმ გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ან ნებაყოფლობით აწარმოებენ ბუღალტრულ აღრიცხვას დარიცხვის მეთოდით, ასევე დღგ-ის გადამხდელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბიზნესის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • გერმანული მედია: ყოფილი გერმანელი დეპუტატი მიხაილ როთი აზარტული თამაშების ბიზნესში გადავიდაიმედი
  • ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "რუსთავის ფოლადმა" არმატურის ბიზნესი გაყიდაფორმულა
  • კახა კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე: დღეს ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია - მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებშირუსთავი 2
  • „ბიზნესმა შეიტანა“ – კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასნეტგაზეთი
ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

BM.GE

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

BM.GE

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

BM.GE

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

BM.GE