ორიგინალი
„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო
BM.GE·19:22

„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო

25 ნოემბერი, 2026 · 19:22

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ, მთელ რიგ ახალ მიმართულებებთან ერთად, დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - რეგიონული ბიზნესფორუმების სერია, „ბიზნესის დღე“, რომელიც პირველად ქალაქ ზუგდიდში იმართება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესფორუმი ზუგდიდში, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებით, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში იმართება.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, „ბიზნესის დღის“ ფარგლებში ადგილობრივი მეწარმეებისთვის მრავალფეროვანი პროგრამაა დაგეგმილი, მათ შორის, პრეზენტაციები, სამუშაო შეხვედრები, პანელური დისკუსიები და სხვა.

„მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ მეწარმეებს ძალიან მრავალფეროვანი შესაძლებლობა ექნებათ, რომ ერთი მხრივ, გაეცნონ ყველა იმ პროგრამას, ყველა იმ მხარდაჭერის და ხელშეწყობის მექანიზმს, რომელსაც ეკონომიკის განვითარების კორპორაცია და ზოგადად, სახელმწიფო აწვდის ბიზნესსექტორს. ასევე იქნება პანელური დისკუსიები, სადაც მოხდება გამოცდილების გაზიარება, წარმატებულ მეწარმეებთან შეხვედრა და ბევრი საინტერესო ღონისძიება“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული პროექტი უკვე 2027 წლის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს და რეგულარული პლატფორმა გახდება, სადაც ადგილობრივ კერძო სექტორს ერთმანეთთან ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების საშუალება ექნება.

„ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსთვის, ეკონომიკის განვითარების კორპორაციისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ეს იქნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შეხვდეს ბიზნესს, მოისმინოს მათი საჭიროებები და შესაბამისად, დაგეგმოს ის ფინანსური თუ არაფინანსური და სხვა ტიპის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·19:09

ცენტრალური ბანკების გაზრდილი მოთხოვნა ოქროზე ფასებს ზრდის - „ზარაფხანაში“

ცენტრალური ბანკების გაზრდილი მოთხოვნა ოქროზე ფასებს ზრდის - „ზარაფხანაში“
BM.GE·18:53

„დიასპორის სამიტის“ ორგანიზება საგარეო საქმეთა სამინისტროს 736 ათას ლარი დაუჯდება

„დიასპორის სამიტის“ ორგანიზება საგარეო საქმეთა სამინისტროს 736 ათას ლარი დაუჯდება
BM.GE·18:39

ლავროვმა ბოჭორიშვილის მოწოდებას რუსეთთან დიალოგის შიშის დაძლევაზე „პრაგმატული“ უწოდა

ლავროვმა ბოჭორიშვილის მოწოდებას რუსეთთან დიალოგის შიშის დაძლევაზე „პრაგმატული“ უწოდა
BM.GE·18:32

ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ ₾3.2 მილიარდს გადააჭარბა - წლიური ზრდა 26%-ია

ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ ₾3.2 მილიარდს გადააჭარბა - წლიური ზრდა 26%-ია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.