მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 02:35|bm.ge

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც პროკურორს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთხოვს. განცხადება სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.

„ბატონო გამომძიებელო. ბატონო პროკურორო.

თქვენ მედავებით სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილს, მუქარას. ჩემი 31 აგვისტოს ფეისბუქ „ლაივი" ვინც ნახა, ეს ბრალდება სადავო არც არის. იმ „ლაივში" პირდაპირ დავემუქრე „TV-იმედის" იმ შვიდ თანამშრომელს, ვინც 30 აგვისტოს, რესტორან "სხვაში"’ მე ფიზიკურად შემეხნენ და შემდეგ ჩემს მეუღლეს მიაყენეს შეურაცხყოფა, რომ რადგან ჩადენილი უმსგავსო საქციელის გამო ბოდიში არ მომიხადეს, სადაც დავიჭერდი, იქვე დავაყენებდი მუხლებზე…

დიახ, საჯაროდ, ჩემი „ფეისბუქ" გვერდიდან დავემუქრე „TV-იმედის" შვიდივე თანამშრომელს, რადგან მათ ხელი აიღეს ქართველი კაცის დაუწერელ კანონზე და მეუღლესთან მყოფს მომაყენეს, როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამის გამო მათ ბოდიში აქვთ ჩემთან მოსახდელი.

მე არ დავიწყებ ჩემ თავზე საუბარს, ვინ ვარ და რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის. მხოლოდ ერთს გეტყვით, იმდენი დამსახურება მაინც მაქვს, რომ გამიფორმოთ საპროცესო შეთანხმება”, - ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანი სასურსათო ხორბალზე შიდა მოთხოვნის 65-70%-ის დაკმაყოფილებას გეგმავს

აზერბაიჯანი სასურსათო ხორბალზე შიდა მოთხოვნის 65-70%-ის დაკმაყოფილებას გეგმავს

BM.GE

Sound Ventures-მა $435 მილიონი Anthropic-ის 7-მილიარდიან წილად აქცია

Sound Ventures-მა $435 მილიონი Anthropic-ის 7-მილიარდიან წილად აქცია

BM.GE

“მიზანია, სისტემა შევქმნათ, რომელიც იმუშავებს” - რითეილერს, მწარმოებელსა და დისტრიბუტორს შორის ურთიერთობა დარეგულირდება

“მიზანია, სისტემა შევქმნათ, რომელიც იმუშავებს” - რითეილერს, მწარმოებელსა და დისტრიბუტორს შორის ურთიერთობა დარეგულირდება

BM.GE

მასშტაბური ტექნოლოგიური ხარვეზების გამო, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების დირექტორი გაათავისუფლეს

მასშტაბური ტექნოლოგიური ხარვეზების გამო, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების დირექტორი გაათავისუფლეს

BM.GE