მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბიზნესსექტორიდან პარლამენტში - ვინ არის ქეთევან ხუროძე, რომელმაც პარლამენტში მაია ბითაძე შეცვალა
ბიზნესსექტორიდან პარლამენტში - ვინ არის ქეთევან ხუროძე, რომელმაც პარლამენტში მაია ბითაძე შეცვალა

ბიზნესსექტორიდან პარლამენტში - ვინ არის ქეთევან ხუროძე, რომელმაც პარლამენტში მაია ბითაძე შეცვალა

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 19:30|bm.ge

პარლამენტმა გამოკლებული წევრის, მაია ბითაძის ადგილმონაცვლის, ქეთევან ხუროძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო. გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტის 79-მა დეპუტატმა დაუჭირა.

შესაბამისი დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა წარადგინა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქეთევან ხუროძეს უფლებამოსილების ცნობა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მაია ბითაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება მას შემდეგ შეუწყდა, რაც იგი ირაკლი კობახიძის ბრძანებით კულტურის მინისტრად დაინიშნა. ბითაძე საკანონმდებლო ორგანოში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, სადაც იგი თორნიკე ჭეიშვილმა შეცვალა.

ქეთევან ხუროძე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში 105-ე ნომერი იყო. იგი აქამდე ბიზნესსექტორში საქმიანობდა და რამდენიმე კომპანიას ხელმძღვანელობდა:

• არის „მეიდანი ჯგუფში“ შემავალი უძრავი ქონების მართვისა და განვითარების კომპანიის, შპს „მეიდანია ფროფერთის“ დირექტორი; • სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, იკავებს შპს „ძველი მეიდანისა“ და შპს „სიღნაღის ეთნოპარკის“ დირექტორის პოსტებს; • ფლობს 25%-იან წილს თხილის სექტორში მომუშავე კომპანია შპს „ჯეონათში“.

კერძო სექტორის გარდა, ხუროძე აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა იგი აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის (East-West University) ვიცე-პრეზიდენტია.

უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, ქეთევან ხუროძემ 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2010 წელს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ხოლო მოგვიანებით სამოქალაქო სამართლის მიმართულებით დოქტორანტურა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიარა. მას იურიდიულ, საგანმანათლებლო და პროექტების მართვის სფეროებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რომელმაც

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • მაკრონი: სუვერენული და დემოკრატიული ევროპა, შთაგონებული მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტით, ევროპა, რომელმაც ხელახლა უნდა იპოვოს თავისი დამფუძნებლების სიმამაცე - სიმამაცე იმისა, რომ არ დაიხიოს უკან, არ აჰყვეს სხვათა მიუღებლობასა და ნაციონალიზმის დაბრუნებას, რაც საზოგადოებას ხლეჩსიმედი
  • ბრალი წარედგინა კაცს, რომელმაც სოფელ ალმატში 85 წლის ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდატვ პირველი
  • სააკაშვილი არ იშლის თავის ბუნებას და კიდევ ერთხელ ემუქრება ჩვენს საზოგადოებას რევანშით, ადამიანი, რომელმაც პირდაპირ ჩააბარა ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები - ირაკლი კირცხალიარუსთავი 2
  • დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს აიძულა ქორწინება – შსსნეტგაზეთი
რომელმაც →

მსგავსი სტატიები

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების გადაცემა ვერ შეათანხმეს

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების გადაცემა ვერ შეათანხმეს

BM.GE

რუსეთი ევრაზიული კავშირის წევრ და მეზობელ ქვეყნებში ნაღდი ფულის გატანას ზღუდავს

რუსეთი ევრაზიული კავშირის წევრ და მეზობელ ქვეყნებში ნაღდი ფულის გატანას ზღუდავს

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი - „მარგო და კირა“ შექმნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი - „მარგო და კირა“ შექმნა

BM.GE

მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა

მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა

BM.GE