მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ბლექ სი პეტროლიუმი" სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს
"ბლექ სი პეტროლიუმი" სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს

"ბლექ სი პეტროლიუმი" სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს

BM.GE2 ივლისი, 2026, 18:08|bm.ge

ნავთობგადამმუშავებელმა კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმმა“ (BSP) მიმდინარე საქმიანობისა და სტრატეგიული გეგმების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან საწარმო სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებაზე გადავა.

კომპანიის განცხადებით, ნედლეულის დივერსიფიკაცია „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას მაღალმარჟიან ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს.

ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ნახევარში საწარმომ 650 ათას ტონაზე მეტი ნედლეული გადაამუშავა. ამავე პერიოდში „ბლექ სი პეტროლიუმმა“ გააფართოვა თანამშრომლობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია Honeywell-თან, რაც საინჟინრო და სალიცენზიო ხელშეკრულებების გარდა, მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების შეძენა-დანერგვასაც მოიცავს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია სტრატეგიული განვითარების გეგმას აგრძელებს. მათ შორის, 2027 წლის პირველ კვარტალში საგზაო ბიტუმის წარმოების დაწყებას, ხოლო მეორე კვარტალში საავიაციო საწვავის წარმოების შესაძლებლობის შექმნას გეგმავს.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „ბლექ სი პეტროლუუმი“ აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას კომპანიის მიმდინარე საქმიანობისა და სტრატეგიული გეგმების შესახებ.

წარმოება

2026 წლის პირველი ნახევრისთვის „ბლექ სი პეტროლიუმმა“ უზრუნველყო 650 ათას ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშავება.

სტრატეგიული პარტნიორობა

საინჟინრო და სალიცენზიო ხელშეკრულებების შემდეგ, კომპანიამ გააფართოვა პარტნიორობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან და მოიცვა მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების შეძენა-დანერგვის მიმართულება.

საწარმოს განვითარების ეტაპები და ახალი პროდუქცია

• 2027 წლის I კვარტალი: კომპანია იწყებს საგზაო ბიტუმის წარმოებას შიდა და საექსპორტო ბაზრებისათვის. • 2027 წლის II კვარტალი: საწარმოს გაუჩნდება შესაძლებლობა აწარმოოს საავიაციო საწვავი.

ნედლეულის დივერსიფიკაცია

მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია იწყებს სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. აღნიშნული „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას გაუხსნის მაღალმარჟინალური ბაზრების კარს.

„ბლექ სი პეტროლუუმი“ აგრძელებს სტრატეგიული გეგმის მიხედვით საწარმოს განვითარებას და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში", - ნათქვამია “ბლექ სი პეტროლიუმის” განცხადებაში.

„ბლექ სი პეტროლიუმის“ ნავთობგადამმუშავებელი პროექტი ყულევში ხორციელდება. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც პირველი ფაზის ბიუჯეტი 150 მილიონ დოლარს აღემატება. პირველი ეტაპის ფარგლებში მოეწყო 1.2 მილიონი ტონა წლიური წარმადობის ქარხანა, რომელიც ნაფტას, მაზუთსა და დიზელის წარმოებისთვის საჭირო ნახევარფაბრიკატს აწარმოებს. მეორე ფაზის დასრულების შემდეგ კი საწარმო ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინის, საავიაციო საწვავისა და ევროდიზელის წარმოებას შეძლებს, ხოლო წლიური წარმადობა 4.5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • ლიზა გეგეჭკორი: რეინტეგრაცია სწორედ იმაზე უნდა იდგეს, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოსთან თანაცხოვრება უფრო უსაფრთხო და სასარგებლო პერსპექტივად ეჩვენებოდეთ, ვიდრე იზოლაცია და რუსეთზე სრული დამოკიდებულება, ამიტომ 300 ტონა ბენზინზე მეტად საინტერესოა პატარა ადამიანების პატარა მასკარადის დადგმის მცდელობა, რომელიც ამ ამბავმა გააჩინაიმედი
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებსრუსთავი 2
  • ნეთანიაჰუ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ გეგმას უარყოფს და ჰამასის სრულ განიარაღებას ითხოვსფორმულა
სრულად →ნავთობის →

მსგავსი სტატიები

თბილისში 38 სკოლის მოსწავლეები უფასო ტრანსპორტირებით იქნებიან უზრუნველყოფილი - სია და განრიგი

თბილისში 38 სკოლის მოსწავლეები უფასო ტრანსპორტირებით იქნებიან უზრუნველყოფილი - სია და განრიგი

BM.GE

ნავთობის ფასი ბარელზე 88 დოლარამდე გაიზარდა

ნავთობის ფასი ბარელზე 88 დოლარამდე გაიზარდა

BM.GE

"გადასახური მასალა 3 თვე სპეციალურად გელათისთვის გერმანიაში იქსოვებოდა" - დროებითი კომიტეტის განცხადება

"გადასახური მასალა 3 თვე სპეციალურად გელათისთვის გერმანიაში იქსოვებოდა" - დროებითი კომიტეტის განცხადება

BM.GE

ბათუმის მერია ახალ სსიპ-ს ქმნის, რომლის მთავარი ფუნქცია მშენებლობის ნებართვების გაცემა იქნება

ბათუმის მერია ახალ სსიპ-ს ქმნის, რომლის მთავარი ფუნქცია მშენებლობის ნებართვების გაცემა იქნება

BM.GE