მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმის მერია ახალ სსიპ-ს ქმნის, რომლის მთავარი ფუნქცია მშენებლობის ნებართვების გაცემა იქნება
ბათუმის მერია ახალ სსიპ-ს ქმნის, რომლის მთავარი ფუნქცია მშენებლობის ნებართვების გაცემა იქნება

ბათუმის მერია ახალ სსიპ-ს ქმნის, რომლის მთავარი ფუნქცია მშენებლობის ნებართვების გაცემა იქნება

BM.GE16 აგვისტო, 2026, 19:06|bm.ge

ბათუმის მერია ახალ სსიპ-ს - მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურს ქმნის. მის კომპეტენციაში შევა მშენებლობის ნებართვების გაცემა.

ასევე, ახალი სამსახურის ფუნქციების ჩამონათვალშია უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ესკიზების პროექტის შეთანხმება, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმება; ისტორიული განაშენიანების ზონების რეგულირების დოკუმენტაციის დამუშავება, მათი დამტკიცებისა და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეების, გამწვანებული ტერიტორიების, გზების, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომების და ა.შ. დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება; თავისი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, გრანტების მოზიდვა; განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობის მქონე, ახლად ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და სხვა.

ახალი სსიპ-ის შექმნის შესახებ შესაბამისი დადგენილება ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, რომელიც 21 აგვისტოს დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი.

დადგენილების პროექტის თანახმად, ახალი სსიპ-ის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.

რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, სამსახური დაფინანსდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით, ასევე, სამსახურის მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლებით, მიზნობრივი კრედიტებით და გრანტებით.

ცნობისთვის, აჭარაში მშენებლობის ნებართვების გაცემის სტატისტიკა 2020 წლიდან ყოველწლიურად მზარდია, როგორც რაოდენობრივად, ასევე ფართობის მიხედვითაც. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აჭარაში მშენებლობის 412 ნებართვა (956 492 მ²) გაიცა. 2025 წლის I ნახევართან შედარებით, სანებართვო ფართობი 22.0%-ით გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 74 სტატია.

  • ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბათუმის, ჭიათურის, ახმეტის, ყვარლის მუნიციპალიტეტებში და თბილისში განსახორციელებელი პროექტების არქიტექტურული კონცეფციები განიხილესიმედი
  • პოლიციამ ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავარუსთავი 2
  • მშენებარე ბინები ბათუმში – საუკეთესო ინვესტიციატვ პირველი
  • ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავესფორმულა
ბათუმის →

მსგავსი სტატიები

რუსული მედია აფხაზეთში, სოჭსა და კრასნოდარის მხარეში საწვავის დეფიციტზე წერს

რუსული მედია აფხაზეთში, სოჭსა და კრასნოდარის მხარეში საწვავის დეფიციტზე წერს

BM.GE

უკრაინული დრონების შეტევა მოსკოვის ოლქზე - დაზიანდა Wildberries-ის კიდევ ერთი საწყობი

უკრაინული დრონების შეტევა მოსკოვის ოლქზე - დაზიანდა Wildberries-ის კიდევ ერთი საწყობი

BM.GE

თბილისის შემოვლითი გზის მეოთხე და მეხუთე მონაკვეთებზე ტენდერის დასრულება გახანგრძლივდა

თბილისის შემოვლითი გზის მეოთხე და მეხუთე მონაკვეთებზე ტენდერის დასრულება გახანგრძლივდა

BM.GE

11 სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა | სია

11 სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა | სია

BM.GE