მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. BlueOrchard-სა და კრისტალს შორის 16 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო შეთანხმება გაფორმდა
BlueOrchard-სა და კრისტალს შორის 16 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო შეთანხმება გაფორმდა

BlueOrchard-სა და კრისტალს შორის 16 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო შეთანხმება გაფორმდა

BM.GE6 მაისი, 2026, 15:55|bm.ge

მიკრობანკი „კრისტალი“ კიდევ უფრო აღრმავებს მრავალწლიან თანამშრომლობას BlueOrchard-თან. ამჯერად, კომპანია ახალი საკრედიტო შეთანხმების ფარგლებში, 16 მილიონი აშშ დოლარს მიიღებს. დაფინანსება ლარში არის დენომინირებული და ბანკის მიერ მისი ათვისება მოხდება ლიკვიდობის საჭიროებისა და საკრედიტო პორტფელის ზრდის შესაბამისად. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა ფინანსური რისკების მართვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ამცირებს სავალუტო რისკებს და ქმნის მეტ მოქნილობას მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების განვითარებისთვის.

რესურსი მიმართული იქნება „კრისტალის“ შემდგომი განვითარებისა და გაფართოებისკენ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზე (MSME) და სოფლის მეურნეობის სექტორზე, მათ შორის რეგიონების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.

BlueOrchard წლების განმავლობაში წარმოადგენს „კრისტალის“ მნიშვნელოვან პარტნიორს და აქტიურ მონაწილეობას იღებს კომპანიის განვითარების პროცესში, მათ შორის, მისი მიკრობანკად ტრანსფორმაციის ეტაპზეც.

როგორც „კრისტალის“ გენერალური დირექტორი, ილია რევია აღნიშნავს: „BlueOrchard-თან ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება კიდევ ერთხელ ადასტურებს ნდობას ‘კრისტალის’ მისიისა და გრძელვადიანი ხედვის მიმართ. ეს დაფინანსება მოგვცემს შესაძლებლობას გავაფართოოთ დაკრედიტება როგორც არსებული, ისე ახალი კლიენტებისთვის, გავაძლიეროთ ჩვენი საბაზრო პოზიციები და ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.“

კასპარს დელინს, ბლუორჩარდ-ის ორიჯინეიშენის ხელმძღვანელი კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და შუა აღმოსავლეთში, აღნიშნავს: “ეს ინვესტიცია ასახავს BlueOrchard-ის მუდმივ ერთგულებას საქართველოში ფინანსური ჩართულობის გაფართოების მიმართ. ჩვენ მოხარული ვართ, რომ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენს ხანგრძლივ პარტნიორობას მიკრობანკ Crystal-თან და ვეხმარებით MSME-ების და სოფლის მეურნეობის მეწარმეებისთვის შესაძლებლობების გაძლიერებას, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ეკონომიკური განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია”

BlueOrchard-ის შესახებ

BlueOrchard არის წამყვანი გლობალური გავლენაზე ორიენტირებული საინვესტიციო მმართველი კომპანია, რომელსაც 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს განვითარებად ბაზრებზე ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობაში. კომპანია დაარსდა 2001 წელს გაეროს ინიციატივის ფარგლებში და წარმოადგენს გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების პიონერს. ამავდროულად, იგი მართავს მსოფლიოში უდიდეს და უძველეს კომერციულ მიკროფინანსურ ფონდს.

მაღალი ადგილობრივი ექსპერტიზითა და 100-ზე მეტ ქვეყანაში დაგროვილი გამოცდილებით, BlueOrchard უზრუნველყოფს მოქნილ და გრძელვადიან კაპიტალის გადაწყვეტილებებს იმ ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებიც ემსახურებიან მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, ასევე ახორციელებს პირდაპირ დაფინანსებას მაღალი სოციალური და ეკონომიკური გავლენის მქონე კომპანიებზე. დაფინანსების გარდა, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს პორტფელის კომპანიებთან მათი ეფექტიანობისა და ოპერაციული შედეგიანობის გასაუმჯობესებლად, რაც ხელს უწყობს თემებში პოზიტიური გავლენის გაღრმავებასა და მასშტაბირებას.

Schroders-ის ჯგუფის წევრად, რომელიც 200 წელზე მეტი ისტორიის მქონე გლობალური აქტივების მმართველია, BlueOrchard აერთიანებს სპეციალიზებულ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების შესაძლებლობებს ინსტიტუციური დონის ინფრასტრუქტურასა და მმართველობის სტანდარტებთან.

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 28-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონზე მეტი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენიმედი
  • საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფას "საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის"რუსთავი 2
  • ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერაფორმულა
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE