მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს|სამინისტროს თქმით, ის შვებულებაშია
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს|სამინისტროს თქმით, ის შვებულებაშია

BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს|სამინისტროს თქმით, ის შვებულებაშია

BM.GE2 აგვისტო, 2026, 19:12|bm.ge

გავრცელებული ინფორმაციით, რაც BMG-ის რამდენიმე წყარომაც დაუდასტურა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვანო ზარდიაშვილის გადადგომა 24-25 ივლისს, მთელ საქართველოში, ელექტროენერგიის გათიშვას უკავშირდება, რაც BMG-ის რამდენიმე წყარომაც დაუდასტურა.

ჩვენი ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადება ვანო ზარდიაშვილმა პარასკევს, 31 აგვისტოს დაწერა და ამჟამად, ოფიციალურად, შვებულებაშია.

BMG ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ვანო ზარდიაშვილის ელექტროსისტემიდან წასვლა არ დაგვიდასტურეს, მაგრამ შვებულებაში ყოფნა - კი.

თავად ვანო ზარდიაშვილი BMG-ს სატელეფონო ზარებს და sms-ებს, რამდენიმე დღეა არ პასუხობს.

ენერგეტიკის სექტორში BMG-ს უთხრეს, რომ უკვე გადაწყვეტილია, ვინ შეცვლის ვანო ზარდიაშვილს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის პოსტს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მოქმედი დირექტორი დავით ვარდიაშვილი დაიკავებს, რომელიც ამ პოსტზე 2025 წლის შემოდგომაზე დაინიშნა.

ვანო ზარდიაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურ დირექტორად 2025 წელს დაინიშნა.2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 119 სტატია.

  • თამარ მახარაშვილი: განათლების სამინისტრო 2026-27 სასწავლო წელს ძალიან ბევრი სიახლით ხვდება. პირველად მოხდა, როდესაც სისტემაში საყოველთაო რეგისტრაციამდე, პირველკლასელთა რეგისტრაციას ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დაემატაიმედი
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ვინაობა ცნობილიატვ პირველი
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს - მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გფორმულა
  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებსრუსთავი 2
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

Apple-მა კორპორაციული სერვერების ბაზარზე შესვლა გადაწყვიტა

Apple-მა კორპორაციული სერვერების ბაზარზე შესვლა გადაწყვიტა

BM.GE

8 თვეში ვაკანსიების რაოდენობა წლიურად 3%-ით შემცირდა - HR.ge

8 თვეში ვაკანსიების რაოდენობა წლიურად 3%-ით შემცირდა - HR.ge

BM.GE

რატომ რჩება საპენსიო დანაზოგების უდიდესი ნაწილი კონსერვატიულ პორტფელში - ფონდის შეფასება

რატომ რჩება საპენსიო დანაზოგების უდიდესი ნაწილი კონსერვატიულ პორტფელში - ფონდის შეფასება

BM.GE

თუ ლილუაშვილი საპროცესოს გაფორმების სურვილს გამოთქვამს, ბუნებრივია განვიხილავთ - პროკურორი

თუ ლილუაშვილი საპროცესოს გაფორმების სურვილს გამოთქვამს, ბუნებრივია განვიხილავთ - პროკურორი

BM.GE