მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბოლო 12 თვეში Emirates-მა რეკორდული წმინდა მოგება მიიღო
ბოლო 12 თვეში Emirates-მა რეკორდული წმინდა მოგება მიიღო

ბოლო 12 თვეში Emirates-მა რეკორდული წმინდა მოგება მიიღო

BM.GE8 მაისი, 2026, 04:14|bm.ge

არაბთა გაერთიანებული საამიროების საავიაციო გიგანტმა, Emirates-მა გასული ფისკალური წლის რეკორდული ფინანსური მაჩვენებლები წარადგინა. როგორც ირკვევა მარტის ბოლოს დასრულებული 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში, ავიაკომპანიის წმინდა მოგებამ $5.4 მილიარდი შეადგინა. შედარებისთვის, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $5.2 მილიარდი იყო, ამჯერად ზრდამ $200 მილიონი შეადგინა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Emirates Group-ის ჯამური შემოსავალი 3%-ით გაიზარდა და $41 მილიარდს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ რეკორდული ფინანსური შედეგები მგზავრთა ნაკადის მცირედი კლების მიუხედავად მაინც დაფიქსირდა. როგორც ირკვევა, კომპანიამ გასულ წელს 53.2 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. შემოსავლების ზრდა ბილეთების ფასების მატებამ და საანგარიშო პერიოდის დიდ ნაწილში არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა.

არსებული ინფორმაციით, 28 თებერვალს დაწყებულმა ირანის ომმა ავიაციის სექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. რეგიონში საჰაერო სივრცის დროებითმა დახურვამ და საავიაციო საწვავის ფასების ზრდამ ოპერაციული ხარჯები გაზარდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე კონფლიქტი საჰაერო მიმოსვლისთვის COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ კრიზისად მიიჩნევა. Reuters-ის ცნობით, გლობალური გადამზიდავები ომის შედეგად გამოწვეული შეფერხებების ფონზე მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თვეში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • ლევან მაჭავარიანი დარჩიაშვილს: თქვენ ხართ პირადად ხელმომწერი მოღალატეობრივი რეზოლუციის, რომელიც წაგებული ომიდან ორ თვეში გააფორმეთ და ომის დაწყება ჩვენ სამხედროებს დააბრალეთ - ეს რატომ გააკეთეთ? ანუ ეს თქვენ მართლა ჩაიდინეთ და აღიარეთ?რუსთავი 2
  • 2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნისტვ პირველი
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაფორმულა
თვეში →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE