მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბოლო პერიოდში საქართველოს უძრავ ქონებაზე ინტერესი, ისრაელიდან და ევროპიდან, გაზრდილია - GREA
ბოლო პერიოდში საქართველოს უძრავ ქონებაზე ინტერესი, ისრაელიდან და ევროპიდან, გაზრდილია - GREA

ბოლო პერიოდში საქართველოს უძრავ ქონებაზე ინტერესი, ისრაელიდან და ევროპიდან, გაზრდილია - GREA

BM.GE1 მაისი, 2026, 01:10|bm.ge

“საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოში” აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საქართველოში უძრავ ქონებაზე უცხოელი ინვესტორების მხრიდან ინტერესი გაიზარდა.

სააგენტოში, რომელიც ამ დროისთვის 10-მდე დეველოპერული კომპანიის გაყიდვებს მართავს, BMG-ის განუცხადეს, რომ ბინების რეალიზაციაში გაზრდილია როგორც ისრაელის, ასევე ევროპული ქვეყნების წილი.

სააგენტოს დამფუძნებლის, ნინო აბსანძის განცხადებით, არარეზიდენტების მხრიდან ინტერესი ძირითადად პრემიუმ კლასის პროექტებზე ფიქსირდება.

„ჩვენი სააგენტო დაახლოებით 10-მდე დეველოპერული კომპანიის გაყიდვებს და მარკეტინგს მართავს, შესაბამისად, საკმაოდ დიდ ინფორმაციასთან გვაქვს წვდომა და ჩვენს პროექტებზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ 2025 წლის პირველი კვარტალი იყო ძალიან დინამიკური და აქტიური გაყიდვების ზრდის კუთხით. იგივე ტენდენცია შენარჩუნდა აპრილშიც, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დასვენების დღე იყო და პოტენციალი უკვე მაისისთვისაც იგივე გვაქვს.

რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის [ომის] გავლენას საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე, მაგალითად პირველ კვარტალში დავიწყეთ ახალი პროექტი, ახალი დეველოპმენტი გამოვიტანეთ ბაზარზე „კოორდინატ ორთაჭალაში“ და ჩვენი საკუთარი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 100-ზე მეტი ბინა გავყიდეთ ახალ დეველოპმენტში “პრესეილზე” და სტატისტიკა აჩვენებს, რომ 50%-ზე მეტი ამ ექსკლუზიურ პროექტში არიან არარეზიდენტები. ესენი არიან როგორც ახლო აღმოსავლეთიდან, ისე ევროპიდან. ევროპის ტენდენცია უფრო გამოიკვეთა ამ ბოლო თვეებში და ისრაელიც საკმაოდ აქტიურობს გაყიდვებში.

პირველ კვარტალში გაყიდვები 30%-ითაა ჩვენთან გაზრდილი. დაახლოებით 250 მილიონის ღირებულების დეველოპერული პროექტები გვაქვს პორტფელში და 8-დან 10 მილიონამდე გაყიდვას ყოველთვე ვაგენერირებთ. ამ ბოლო თვეებში ეს ტენდენცია საკმაოდ მყარად არის, 15 მილიონი დოლარის ტრანზაქციების მოლაპარაკებებში ვართ ამ ეტაპზე.

ზოგადად, საქართველოს უძრავი ქონების სექტორი მიმზიდველია, ვინაიდან ბოლო წლების ტენდენცია მზარდ ტრენდს აჩვენებს როგორც ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის კუთხით, ისე ფასების ზრდის კუთხით”, - განაცხადა ნინო აბსანძემ.

ცნობისთვის, Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში 10,511 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 16.7%-იანი ზრდაა. უშუალოდ მარტში დედაქალაქში ტრანზაქციების რაოდენობამ 3,913 შეადგინა, რაც წლიურად 30.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • სპორტის მინისტრმა საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცარუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • საქართველოს ნაკრები გოლფში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც მალტაში გაიმართებაიმედი
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

BM.GE

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

BM.GE

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

BM.GE

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

BM.GE