მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Bomo.ge საუდის არაბეთის ბაზარზე შედის და საერთაშორისო სავაჭრო მიმართულებას აფართოებს
Bomo.ge საუდის არაბეთის ბაზარზე შედის და საერთაშორისო სავაჭრო მიმართულებას აფართოებს

Bomo.ge საუდის არაბეთის ბაზარზე შედის და საერთაშორისო სავაჭრო მიმართულებას აფართოებს

BM.GE28 ოქტომბერი, 2026, 13:40|bm.ge

ქართული ელექტრონული კომერციის პლატფორმა Bomo.ge განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და საერთაშორისო სავაჭრო მიმართულებას აფართოებს.

კომპანიის მიზანია, ქართული პროდუქციისთვის ახალი საექსპორტო არხების შექმნა და ადგილობრივი მწარმოებლების დაკავშირება გლობალურ ბაზრებთან.

Bomo.ge-მ საუდის არაბეთში მოქმედ მსხვილ საწარმოო ჯგუფთან თანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწია, რაც კომპანიის საერთაშორისო გაფართოების პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

პარტნიორობა ითვალისწინებს ქართული წარმოების ინდუსტრიული მასალების საუდის არაბეთის ბაზარზე მიწოდებასა და სამომავლოდ რეგიონული სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.

კომპანიის საერთაშორისო სტრატეგია პირველ ეტაპზე ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზეა ორიენტირებული. გრძელვადიანი მიზანი კი ქართული ნაწარმის საექსპორტო პორტფელის გაფართოება და საერთაშორისო პარტნიორული ქსელის განვითარებაა.

„მიგვაჩნია, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი აქვთ, რომლის რეალიზებისთვისაც აუცილებელია ახალი სავაჭრო არხების, საერთაშორისო პარტნიორობისა და ეფექტიანი მიწოდების სისტემების ჩამოყალიბება.

საუდის არაბეთის ბაზარზე შესვლა ამ სტრატეგიის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენი ამბიციაა, Bomo.ge გადაიქცეს ქართული პროდუქციის საერთაშორისო რეალიზაციის ეფექტიან პლატფორმად და საკუთარი წვლილი შეიტანოს ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ექსპორტის ზრდაში“, — აცხადებს bm.ge-სთან Bomo.ge-ს დამფუძნებელი მაია ზავრაშვილი.

Bomo.ge ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან საქმიანობს. 2026 წლიდან კომპანიამ საერთაშორისო საექსპორტო მიმართულების განვითარება დაიწყო, რომელიც ქართული ნაწარმის გლობალურ ბაზრებზე პოზიციონირებასა და რეალიზაციაზეა ორიენტირებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Microsoft-მა 60,000 თანამშრომელს სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლა შესთავაზა

Microsoft-მა 60,000 თანამშრომელს სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლა შესთავაზა

BM.GE

10-დან 15%-მდე ROI და პრემიუმ ინფრასტრუქტურა - რა ეტაპზეა "ახალი ატრიუმის" მშენებლობა?

10-დან 15%-მდე ROI და პრემიუმ ინფრასტრუქტურა - რა ეტაპზეა "ახალი ატრიუმის" მშენებლობა?

BM.GE

სახელმწიფო საწარმოების მოგებაზე ორიენტირება სისულელეა - გია ჯანდიერი

სახელმწიფო საწარმოების მოგებაზე ორიენტირება სისულელეა - გია ჯანდიერი

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE