მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბორჯომ-ბაკურიანის ტყის ინვენტარიზაცია 45 727 ჰა-ზე განხორციელდება - სატყეო სააგენტო
ბორჯომ-ბაკურიანის ტყის ინვენტარიზაცია 45 727 ჰა-ზე განხორციელდება - სატყეო სააგენტო

ბორჯომ-ბაკურიანის ტყის ინვენტარიზაცია 45 727 ჰა-ზე განხორციელდება - სატყეო სააგენტო

BM.GE24 აგვისტო, 2026, 14:08|bm.ge

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ინვენტარიზაციის სამუშაოები 45 727 ჰა ფართობზე განხორციელდება, რის შემდეგაც ტყის მართვის გეგმა შემუშავდება, სადაც ასახული იქნება ყველა სატყეო-სამეურნეო ღონისძიება მომდევნო ათწლიანი პერიოდისთვის. მათ შორის, სანიტარიული ჭრები, ტყის აღდგენის ღონისძიებები, სატყეო გზების მოწყობა თუ სხვა.

საველე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, რაც ერთობლიობაში უზრუნველყოფს ქვეყნის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას. ტყის ინვენტარიზაცია ტყის მართვის სამოქმედო გეგმის საფუძველია, რათა სწორად და ეფექტიანად დავგეგმოთ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები მომავალი ათი წლისთვის. ყველა ეს ღონისძიება ჯამში, სატყეო რეფორმის წარმატებით განხორციელების გარანტიაა“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ინვენტარიზაციის სამუშაოები სრულადაა განხორციელებული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 50%- ზე მეტ ფართობზე. ხოლო 2026 წლის ბოლომდე, ინვენტარიზაციის სამუშაოები შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჯამში, 238 ათას ჰა ფართობზე განხორციელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

BM.GE

როგორ აპირებს რუსეთი Wildberries-ისა და Ozon-ის დახმარებას?

როგორ აპირებს რუსეთი Wildberries-ისა და Ozon-ის დახმარებას?

BM.GE

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია - ირაკლი ნადარეიშვილი

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია - ირაკლი ნადარეიშვილი

BM.GE

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

BM.GE