მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ბოსტნეულის მარაგი ამოიწურა" - ტენდერების ჩავარდნის შემდეგ, შსს პროდუქციას გამარტივებული წესით შეისყიდის
"ბოსტნეულის მარაგი ამოიწურა" - ტენდერების ჩავარდნის შემდეგ, შსს პროდუქციას გამარტივებული წესით შეისყიდის

"ბოსტნეულის მარაგი ამოიწურა" - ტენდერების ჩავარდნის შემდეგ, შსს პროდუქციას გამარტივებული წესით შეისყიდის

BM.GE7 მაისი, 2026, 20:40|bm.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოსტნეულის შესყიდვას გამარტივებული წესით გეგმავს.

უწყებაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2026 წლის განმავლობაში გამოცხადებული სამი კონსოლიდირებული ტენდერი არ შედგა, ხოლო 29 აპრილს გამოცხადებული ახალი ტენდერი ამ დრომდე შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

შსს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლებთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ მიმდინარე ტენდერის დასრულებასა და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას სულ მცირე 10 სამუშაო დღე დასჭირდება. ამის გამო, იმ უწყებებს, რომლებსაც ბოსტნეული გადაუდებლად სჭირდებათ, შესყიდვების დამოუკიდებლად განხორციელება ურჩიეს.

ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის ფარგლებში შეთავაზება ორმა კომპანიამ წარადგინა. ერთ-ერთი პრეტენდენტის შეთავაზების ღირებულება 74 321 ლარია, მეორის კი 72 284 ლარი. სამინისტრო სწორედ დაბალი ფასის მქონე წინადადების ფარგლებში გეგმავს შესყიდვას.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს, შსს-მ შპს „GFCOMPANY ჯიეფკომპანისთან“ 77 081 ლარის ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოსტნეულის მარაგი უკვე სრულად ამოწურულია.

შსს-ის ეკონომიკური დეპარტამენტი ითხოვს თანხმობას, რომ ბოსტნეულის სახელმწიფო შესყიდვა არაუმეტეს 72 284 ლარის ფარგლებში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდეს. აქედან 66 969 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო 5 315 ლარი — BP-სთან გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გრანტიდან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE