მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. BP-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალურ ენერგეტიკულ რუკაზე საქართველოს წარმოსაჩენად - ფხალაძე
BP-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალურ ენერგეტიკულ რუკაზე საქართველოს წარმოსაჩენად - ფხალაძე

BP-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალურ ენერგეტიკულ რუკაზე საქართველოს წარმოსაჩენად - ფხალაძე

BM.GE14 ივნისი, 2026, 19:38|bm.ge

„საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ კომპანია BP-ის მიმართ სამი ათწლეულის განმავლობაში გამორჩეული პარტნიორობისა და ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორსა თუ ზოგად განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ - ამის შესახებ ეკონომიკისა მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ კომპანია BP-ს საქართველოში საქმიანობის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან დღემდე, BP-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალურ ენერგეტიკულ რუკაზე საქართველოს წარმოსაჩენად. ინგა ფხალაძის შეფასებით, დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) ადრეული განვითარებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) მშენებლობითა და ექსპლუატაციაში შეყვანით, საქართველოს ძირითად საერთაშორისო ენერგეტიკულ დერეფნებში ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა BP-ის ჩართულობას.

„ამ უმნიშვნელოვანესმა პროექტებმა არამხოლოდ განამტკიცა რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოება, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელიც მოუტანა საქართველოს - მათ ხელი შეუწყვეს ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას, მილსადენის მარშრუტების გასწვრივ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და, ზოგადად, ადგილობრივი თემების გაძლიერებას. საქართველოს, როგორც საიმედო და სტრატეგიული სატრანზიტო ჰაბის ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამ წარმატებული პარტნიორობის შედეგია“ - განაცხადა ფხალაძემ.

აზერბაიჯანული სააგენტო Report-ის ცნობით, BP ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირებას საქართველოს და აზერბაიჯანს გადასცა. ამის შესახებ BP-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა წარმოებისა და ოპერაციების საკითხებში, გორდონ ბირელმა ჟურნალისტებს უთხრა.

როგორ Report წერს, BP-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ოპერირების გადაცემა BP-ის მიერ აქტივიდან გასვლას არ ნიშნავს. „ეს უბრალოდ იმ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაა, რომელიც BP-მ ათი წლის წინ, ნავთობსადენის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისას აიღო“, - განაცხადა ბირელმა. მისივე ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორობა ივლისიდან SOCAR-ს გადაეცემა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპის TOP-10 ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი ბინის შესაძენად

ევროპის TOP-10 ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი ბინის შესაძენად

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

15 ივნისის ღონისძიებების ანონსი

15 ივნისის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

სომხეთის პარლამენტში სამი პოლიტიკური ძალა შედის

სომხეთის პარლამენტში სამი პოლიტიკური ძალა შედის

BM.GE