მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბრიტანელმა მოცურავემ ჰორმუზის სრუტეში საომარი მოქმედებებისა და ტანკერებზე თავდასხმების ფონზე გაცურა
ბრიტანელმა მოცურავემ ჰორმუზის სრუტეში საომარი მოქმედებებისა და ტანკერებზე თავდასხმების ფონზე გაცურა

ბრიტანელმა მოცურავემ ჰორმუზის სრუტეში საომარი მოქმედებებისა და ტანკერებზე თავდასხმების ფონზე გაცურა

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 01:31|bm.ge

ბრიტანელმა სპორტსმენმა და გარემოსდამცველმა, ლუის პიუმ ჰორმუზის სრუტეში დაახლოებით 15 კილომეტრი გაცურა, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიეპყრო იმ ეკოლოგიური კატასტროფისკენ, რომელსაც ირანთან მიმდინარე ომი რეგიონის ბუნებასა და ველურ სამყაროს უქმნის.

სააგენტო Associated Press-ის ცნობით, 56 წლის სპორტსმენმა სრუტის სახიფათო მონაკვეთები სამი დღის განმავლობაში, ჯამში დაახლოებით 6.5 საათის განმავლობაში გაცურა. მხოლოდ საცურაო კოსტიუმით, სათვალითა და გაეროს ლოგოიანი ქუდით აღჭურვილმა პიუმ სტარტი მუსანდამის ნახევარკუნძულიდან აიღო და ჰორმუზის კონცხის შემოვლით დაასრულა. მიიჩნევა, რომ ის პირველი ადამიანია, ვინც ომის დაწყების შემდეგ ამ წყლებში გრძელ დისტანციაზე გაცურა.

ლუის პიუს, რომელსაც მანამდე ეკოლოგიური პრობლემების გასაპროტესტებლად ჩრდილოეთ პოლუსისა და ანტარქტიდის ყინულოვან წყლებში გაუცურავს, ამჯერად სრულიად სხვა ტიპის საფრთხესთან, საომარ მოქმედებებთან და დაბომბვებთან მოუწია გამკლავება.

მისი თქმით, ორშაბათს წყალში შესვლიდან რამდენიმე წუთში ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონა, რამაც ზღვა შეაზანზარა.

„მაღლა ავიხედე და დავინახე, რომ დაახლოებით ოთხ კილომეტრში ნავთობტანკერს მოხვდა ჭურვი. აფეთქება იმდენად ხმამაღალი იყო, ორი ბიძგი იგრძნობოდა, შემდეგ კი მოიერიშე თვითმფრინავები გამოჩნდნენ. იმ მომენტში მივხვდი, რომ იქაურობას სასწრაფოდ უნდა გავცლოდით“, - უთხრა პიუმ Associated Press-ს ლონდონში დაბრუნების შემდეგ.

უსაფრთხოების ზომების გამო, სპორტსმენს ცურვის რამდენჯერმე შეწყვეტა და განახლება მოუწია. მეორე დღეს, ნავსადგურში დაბრუნებისას, მან გაზმზიდი გემის აფეთქებაც იხილა.

28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე, მსოფლიოში ნავთობით ვაჭრობის მეხუთედი სწორედ ჰორმუზის სრუტეზე გადიოდა. ბოლო კვირებში ირანმა გააძლიერა თავდასხმები იმ გემებზე, რომლებიც, თეირანის მტკიცებით, სრუტეში უნებართვო მარშრუტებით გადაადგილდებოდნენ. გარდა ამისა, რამდენიმე ტანკერი ირანის მიერ დაგებულ საზღვაო ნაღმებზე აფეთქდა, მათ შორის იყო ხომალდი, რომელსაც გასულ თვეში 2 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი გადაჰქონდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის

BM.GE

180 მილიონი ევროს ზარალი 9 თვეში – Lufthansa 1 000 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს

180 მილიონი ევროს ზარალი 9 თვეში – Lufthansa 1 000 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს

BM.GE

რეექსპორტის გადასახადის ზრდა სიურპრიზი აღმოჩნდა.. ეს რეექსპორტს ხელს შეუშლის - Carmark-ის დირექტორი

რეექსპორტის გადასახადის ზრდა სიურპრიზი აღმოჩნდა.. ეს რეექსპორტს ხელს შეუშლის - Carmark-ის დირექტორი

BM.GE

სხვადასხვა ქვეყნებში ამ პრაქტიკამ საერთოდ არ იმუშავა - ლაშა დარბაისელი ლუწ-კენტ ნომრიანი ავტომობილების შეზღუდვაზე

სხვადასხვა ქვეყნებში ამ პრაქტიკამ საერთოდ არ იმუშავა - ლაშა დარბაისელი ლუწ-კენტ ნომრიანი ავტომობილების შეზღუდვაზე

BM.GE