მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სხვადასხვა ქვეყნებში ამ პრაქტიკამ საერთოდ არ იმუშავა - ლაშა დარბაისელი ლუწ-კენტ ნომრიანი ავტომობილების შეზღუდვაზე
სხვადასხვა ქვეყნებში ამ პრაქტიკამ საერთოდ არ იმუშავა - ლაშა დარბაისელი ლუწ-კენტ ნომრიანი ავტომობილების შეზღუდვაზე

სხვადასხვა ქვეყნებში ამ პრაქტიკამ საერთოდ არ იმუშავა - ლაშა დარბაისელი ლუწ-კენტ ნომრიანი ავტომობილების შეზღუდვაზე

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 00:29|bm.ge

სხვადასხვა ქვეყნებში ავტომობილების გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა არ იმუშავა - ამის შესახებ “საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე აცხადებს.

როგორც ლაშა დარბაისელმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ისეთმა რეგულაციებმა როგორიცაა მაგალითად ლუწ-კენტ ნომრიანი ავტომობილების შეზღუდვა, შესაძლოა, არა პრობლემის მოგვარება, არამედ პირიქით, დამატებითი საცობები გამოიწვიოს.

ასოციაციაში ამბობენ, რომ საცობების პრობლემა არა შეზღუდვებით, არამედ სწორი სატრანსპორტო პოლიტიკით და საზოგადოებრივ ტრანსპორტის განვითარებით უნდა მოგვარდეს.

"ავტომობილებზე განბაჟების ტარიფის ექვსჯერ გაძვირების ერთ-ერთი მიზანი სწორედ ავტომობილების და საცობები შემცირება იყო, თუმცა დღესდღეობით ეს ისევ პრობლემად რჩება. ახლა კი კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა დაანონსდა. თუმცა მეორეს მხრივ, ვუყურებთ იმას, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსმა პრაქტიკამ საერთოდ არ იმუშავა. იმიტომ რომ აკრძალვა ზოგადად ასე არ მუშაობს. საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას, რომ ადამიანი შეეცდება, რომ ერთი ავტომობილი კი არ ჰყავდეს, არამედ ორი ავტომობილი. შესაბამისად, კონკრეტულ ლოკაციაზე ხან ერთი მანქანით მივა, ხან მეორეთი.

თუ გვინდა, რომ განვავითაროთ და მოვაგვაროთ პრობლემა ნებისმიერ თემაზე, კი არ უნდა შევზღუდოთ, კი არ უნდა ავკრძალოთ, პირიქით, ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ. რატომ ვერ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქტუალურად? რატომ ვერ მუშაობს მეტრო აქტუალურად? უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით, რომ ავტობუსი მოვიდეს”, - განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკის მსგავსად დედაქალაქში ავტომობილების გადაადგილების რეგულირების გამოსავლად კონკრეტული დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით გადაადგილების შესაძლებლობა ან კონკრეტულ უბნებში ფასიანი შესვლის სისტემა დაასახელა, თუმცა კალაძემ აღნიშნა, რომ ამისთვის საზოგადოება მზად უნდა იყოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“ნელი ტურიზმი”, AI აგენტები - როგორია გლობალური ტრენდი ტურიზმში და რაზე უნდა აიღოს საქართველომ ორიენტირი?

“ნელი ტურიზმი”, AI აგენტები - როგორია გლობალური ტრენდი ტურიზმში და რაზე უნდა აიღოს საქართველომ ორიენტირი?

BM.GE

10 თვეში საქართველომ რეკორდული $1.6 მილიარდის ნავთობპროდუქტები შეიძინა - რომელი ქვეყნებიდან

10 თვეში საქართველომ რეკორდული $1.6 მილიარდის ნავთობპროდუქტები შეიძინა - რომელი ქვეყნებიდან

BM.GE

„ორი დღის წინ შეხვედრა მქონდა ჯანდაცვის სამინისტროში, არც მიფიქრია, რომ აკრძალვაზე საუბარი იქნებოდა“ – ემბრიოლოგი სუროგაციის აკრძალვაზე

„ორი დღის წინ შეხვედრა მქონდა ჯანდაცვის სამინისტროში, არც მიფიქრია, რომ აკრძალვაზე საუბარი იქნებოდა“ – ემბრიოლოგი სუროგაციის აკრძალვაზე

BM.GE

„აბონემენტების გაძვირება აქამდეც უნდა მომხდარიყო“ – კურორტ „გოდერძის“ ყოფილი მენეჯერი

„აბონემენტების გაძვირება აქამდეც უნდა მომხდარიყო“ – კურორტ „გოდერძის“ ყოფილი მენეჯერი

BM.GE