მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ POSTV-ში ვიქტორ ჯაფარიძის 52%-იანი წილის მმართველი ისევ შეიცვალა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ POSTV-ში ვიქტორ ჯაფარიძის 52%-იანი წილის მმართველი ისევ შეიცვალა

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ POSTV-ში ვიქტორ ჯაფარიძის 52%-იანი წილის მმართველი ისევ შეიცვალა

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 22:02|bm.ge

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია POSTV-ში „ხალხის ძალის“ დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის კუთვნილი 52%-იანი წილის ახალ მმართველად გიორგი შენგელია დაინიშნა.

ცვლილების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არხის აღმასრულებელმა დირექტორმა და 24%-იანი წილის მფლობელმა, თემურ ჭარელაშვილმა 22 სექტემბერს მიმართა, მონაცემებში ცვლილება კი დღეს 23 სექტემბერს აისახა.

ახალი მმართველი, გიორგი შენგელია, შპს „პოსტივის მხარდამჭერების“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია. მან აღნიშნული ორგანიზაცია POSTV-ის დასანქცირებიდან მეორე დღეს 2026 წლის 25 თებერვალს დაარეგისტრირა.

ეს ვიქტორ ჯაფარიძის მიერ POSTV-ის წილის სამართავად გადაცემის უკვე მეორე შემთხვევაა. 28 იანვარს, არხის დასანქცირებამდე თითქმის ერთი თვით ადრე, ჯაფარიძის 52%-იანი წილის მმართველი კასპის მერის ყოფილი მოადგილე, ზაზა მარიდაშვილი გახდა.

ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი 2022 წლის 3 ოქტომბერს, ჯამში 520 000 ლარად შეიძინა. არხის დანარჩენ 24-24%-იან წილებს თემურ ჭარელაშვილი და შალვა რამიშვილი ფლობენ, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში დირექტორის პოსტს აშშ-ის მოქალაქე ნუგზარ რუხაძე იკავებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ტელეიმედის" მფლობელი 2026 წლის 6 თებერვალს შეიცვალა - ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა, "ტელეიმედის" მფლობელი კომპანია "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" 50%, რომელიც GDS-სა და რადიო იმედსაც მოიცავს "პრაიმ მედია გლობალზე" გაასხვისა, მეორე 50%-ის მფლობელები კი ტელევიზიის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში არსებული პირები - მარიამ ლომიძე (10%); ვასილ კალანდარიშვილი (10%); ირაკლი ჩიხლაძე (10%); ნათია სონღულაშვილი (10%) და მაია ჩიგოშვილი (10%).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"თუ უვიზო შეგვიჩერდა, ევროკავშირზე კი არა, ხელისუფლებაზე უნდა გავბრაზდეთ"|ინტერვიუ

"თუ უვიზო შეგვიჩერდა, ევროკავშირზე კი არა, ხელისუფლებაზე უნდა გავბრაზდეთ"|ინტერვიუ

BM.GE

არაბული ავიაკომპანიები წელს $4.3 მილიარდის ზარალს ელოდებიან

არაბული ავიაკომპანიები წელს $4.3 მილიარდის ზარალს ელოდებიან

BM.GE

"რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოკლევადიანი ეფექტი საქართველოს ეკონომიკისთვის, სავარაუდოდ, ნეგატიური იქნება"|ინტერვიუ

"რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოკლევადიანი ეფექტი საქართველოს ეკონომიკისთვის, სავარაუდოდ, ნეგატიური იქნება"|ინტერვიუ

BM.GE

Meta ხელოვნური ინტელექტის დასაფინანსებლად $25 მილიარდამდე მოცულობის ობლიგაციებს გამოუშვებს

Meta ხელოვნური ინტელექტის დასაფინანსებლად $25 მილიარდამდე მოცულობის ობლიგაციებს გამოუშვებს

BM.GE