მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბრიტანეთის პრემიერი რუსულ ნავთობზე სანქციების გაუქმებას უარყოფს
ბრიტანეთის პრემიერი რუსულ ნავთობზე სანქციების გაუქმებას უარყოფს

ბრიტანეთის პრემიერი რუსულ ნავთობზე სანქციების გაუქმებას უარყოფს

BM.GE20 მაისი, 2026, 21:45|bm.ge

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება კატეგორიულად უარყო. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ახალი შეზღუდვების პაკეტი მოქმედ რეგულაციებზე ბევრად მკაცრია და დეტალური.

სტარმერის განცხადების მიუხედავად, მიმდინარე კვირას ძალაში შევიდა სავაჭრო ლიცენზია, რომელიც მესამე ქვეყნებში გადამუშავებული დიზელისა და საავიაციო საწვავის იმპორტს უვადოდ უშვებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, საწვავის გაზრდილი ფასების დასასტაბილურებლად მიიღეს. როგორც ირკვევა, ახალი რეგულაციებით იკრძალება იმ რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტიც, რომლებიც მესამე ქვეყნებში მუშავდება, თუმცა ბაზრის დასაცავად ორი მოკლევადიანი გამონაკლისი ლიცენზია მაინც ამოქმედდა, რომელმაც პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სანქციების ეტაპობრივი დაწესება და შემსუბუქება სტანდარტული საერთაშორისო პრაქტიკაა, რომელსაც ევროკავშირი, კანადა და ავსტრალიაც აქტიურად იყენებენ.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ბრიტანულ პოლიტიკურ სპექტრში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. კონსერვატიული პარტიის ლიდერმა პრემიერ-მინისტრი ქვეყნის შიდა რესურსების ათვისებაზე უარის თქმასა და რუსული ნავთობის შესყიდვაში დაადანაშაულა. ოპოზიციის ლიდერის განცხადებით, სანქციების გვერდის ავლით მიღებული თანხები უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ომის დაფინანსებას ხმარდება.

კრიტიკას პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ლეიბორისტი თავმჯდომარე ემილი თორნბერიც შეუერთდა. მისი განმარტებით, ლონდონის ქმედებები უკრაინელი მოკავშირეებისთვის გაუგებარია, რადგან დაპირებული შეზღუდვების ნაცვლად, სანქციებში არსებული ხარვეზები კიდევ უფრო გაღრმავდა.

არსებული ინფორმაციით, შექმნილი ვითარების გამო დიდი ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრმა კრის ბრაიანტმა პარლამენტარებს ბოდიში მოუხადა. მინისტრმა პროცესის მართვას მოუხერხებელი უწოდა და მომხდარი უწყებებს შორის კავშირის ნაკლებობით ახსნა. ბრაიანტის განცხადებით, ლიცენზიები მაქსიმალურად დროებითი ხასიათის იქნება, მიღებული გადაწყვეტილება კი სანქციების რეჟიმის შესუსტებას არ ისახავს მიზნად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • POLITICO-ს ინფორმაციით, პოლონეთის მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში „კანონი და სამართლიანობა“ განხეთქილებაა. პარტია პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ დატოვაიმედი
  • პრემიერი: ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს ჩართულობით, ესაა იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებასრუსთავი 2
  • უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგებატვ პირველი
პრემიერ →სანქციების →რუსული →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE