
"ყველა ის კომპანია, რომელიც არაკეთილსინდისიერად იქცევა, თანამშრომლობს ბარბაროსულ რეჟიმთან, აუცილებლად აგებს პასუხს და გადაიხდის პოლიტიკურ ფასს" - ლაშა ფარულავა
ევროპა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტს ზრდის. აღნიშნულთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ "ყველა ის კომპანია, რომელიც თანამშრომლობს რუსეთთან, აუცილებლად გადაიხდის პოლიტიკურ ფასს.
"ყველა ის კომპანია, რომელიც არაკეთილსინდისიერად იქცევა, თანამშრომლობს ბარბაროსულ რეჟიმთან, აუცილებლად აგებს პასუხს და გადაიხდის პოლიტიკურ ფასს. ეს მოხდება საქართველოში და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ცდილობენ პუტინის რეჟიმის გაძლიერებას," - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ცნობისთვის, გამოცემა WELT-ის ცნობით ივნისში, რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 14%-ით არის მომატებული. ანგარიშის თანახმად, რუსეთში გაყიდვებიდან დღეში დაახლოებით 60 მილიონ ევრო შედის.
რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი საფრანგეთი იყო. "ეს იმ ფონზე როდესაც ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკას ატარებს და 2027 წლისთვის რუსულ ბუნებრივ და თხევად აირზე სრულად უარის თქმას გეგმავს"- წერია სტატიაში
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge