მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბრიტანულმა Royal Mail-მა 2 500-მდე თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა
ბრიტანულმა Royal Mail-მა 2 500-მდე თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა

ბრიტანულმა Royal Mail-მა 2 500-მდე თანამშრომლის გათავისუფლება გადაწყვიტა

BM.GE20 ოქტომბერი, 2026, 13:35|bm.ge

ბრიტანული საფოსტო ოპერატორი Royal Mail-ი სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში 2027 წლის ბოლომდე სათავო ოფისსა და დამხმარე პოზიციებზე 2 500-მდე სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს.

სამუშაო ძალის ოპტიმიზაცია კომპანიის 131 000-ზე მეტი თანამშრომლის 2%-ზე ნაკლებს შეეხება. არსებული ინფორმაციით, ცვლილებები ბუნებრივი გადინებისა და ნებაყოფლობითი წასვლის სქემით განხორციელდება, რაც ძირითად პერსონალს, მათ შორის ფოსტალიონებსა და მძღოლებს, არ შეეხება.

როგორც ირკვევა, საკადრო ცვლილებების მიზანი გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარებაა, რადგან კომპანია უნივერსალური საფოსტო მომსახურების რეფორმას ახორციელებს. თავად გადაწყვეტილება წერილობითი კორესპონდენციის მოცულობის მკვეთრ ვარდნას უკავშირდება, რაც პიკური მაჩვენებლიდან 70%-ზე მეტით შემცირდა.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლისტერ კოქრეინმა აღნიშნა, რომ დაგეგმილი ცვლილებები ფუნქციათა დუბლირებას აღმოფხვრის და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში დამატებითი ინვესტიციების ჩადების შესაძლებლობას შექმნის.

ცნობისთვის, Royal Mail-ი 500 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ბრიტანული ინსტიტუტია, რომლის სიმბოლოსაც სამეფო გერბით დამშვენებული წითელი საფოსტო ყუთი წარმოადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სექტემბერში პროდუქციის წარმოება წლიურად 4.6%-ით გაძვირდა | რამ იქონია გავლენა?

სექტემბერში პროდუქციის წარმოება წლიურად 4.6%-ით გაძვირდა | რამ იქონია გავლენა?

BM.GE

„ვარციხის მარანი“ ბათუმში — ქართული სტუმარმასპინძლობის სივრცე, რომელსაც თიბისი ლიზინგი განვითარებაში ეხმარება

„ვარციხის მარანი“ ბათუმში — ქართული სტუმარმასპინძლობის სივრცე, რომელსაც თიბისი ლიზინგი განვითარებაში ეხმარება

BM.GE

წიწამური-ავჭალის გვირაბს ჩინური კომპანია გაიყვანს - შემოვლითი გზის ₾499-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა

წიწამური-ავჭალის გვირაბს ჩინური კომპანია გაიყვანს - შემოვლითი გზის ₾499-მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა

BM.GE

"ყეინიშვილის საქმე" და მისი წასვლა სებ-ის რეპუტაციაზე ჩაქუჩის დამატებითი, ძლიერი დარტყმაა|ნიკა ალავიძე

"ყეინიშვილის საქმე" და მისი წასვლა სებ-ის რეპუტაციაზე ჩაქუჩის დამატებითი, ძლიერი დარტყმაა|ნიკა ალავიძე

BM.GE