მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბრიუსელთან არასოდეს გვითქვამს, რომ არ დაგელაპარაკებით... ღია ვართ დიალოგისთვის - მაკა ბოჭორიშვილი
ბრიუსელთან არასოდეს გვითქვამს, რომ არ დაგელაპარაკებით... ღია ვართ დიალოგისთვის - მაკა ბოჭორიშვილი

ბრიუსელთან არასოდეს გვითქვამს, რომ არ დაგელაპარაკებით... ღია ვართ დიალოგისთვის - მაკა ბოჭორიშვილი

BM.GE18 ივნისი, 2026, 00:10|bm.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ღია არის ევროკავშირთან დიალოგისთვის.

როგორც მან „იმედი Live”-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, აღნიშნული პოზიციის დაფიქსირება, ბოლო დროს, განსაკუთრებით სავიზო საკითხებზე საუბრისას მოუწიათ.

"ბრიუსელთან არასოდეს გვითქვამს რომ არ დაგელაპარაკებით, დიალოგს ვწყვეტთ. პირიქით, ჩვენ მუდმივად ვაკეთებდით აქცენტს რომ ერთგულები ვართ იმ შეთანხმების რომელიც ევროკავშირთან გვაქვს ხელმოწერილი - ეს არის ასოცირების შეთანხმება.

ბოლო პერიოდში რადგან სავიზო საკითხებზე შედგა დიალოგი, გარკვეული საუბრებიც გააქტიურდა ამაზე, კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ მოგვიწია სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა ფორმატებში დაგვეფიქსირებინა ის, რაც წლებია ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის", - განაცხადა მან.

რაც შეეხება უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ეს არის ევროკავშირის მხრიდან შანტაჟის მექანიზმი.

"ეს არის შანტაჟის საკმაოდ ეფექტიანი მექანიზმი, მოდით ასე ვთქვათ, ხალხს, საზოგადოების ნაწილს ამით გარკვეულწილად ანერვიულებენ. თუმცა, არ მგონია, რომ ამას, თუნდაც გამოიყენონ ეს მექანიზმი, ის შედეგი ჰქონდეს, რისთვისაც სურთ", - თქვა ბოჭორიშვილმა.

რა წერია უვიზო მიმოსვლაზე ევროპარლამენტის ახალ ანგარიშში?

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოლიდარობა, ფასების შედარება და AI განათლება - Re:school პროექტებზე

სოლიდარობა, ფასების შედარება და AI განათლება - Re:school პროექტებზე

BM.GE

ჰაკერული ჯგუფი აცხადებს, რომ Novo Nordisk-ზე კიბერთავდასხმა განახორციელა და $25 მილიონს სძალავდა

ჰაკერული ჯგუფი აცხადებს, რომ Novo Nordisk-ზე კიბერთავდასხმა განახორციელა და $25 მილიონს სძალავდა

BM.GE

SpaceX-ი კვარტალურ და წლიურ ფინანსურ ანგარიშებს მხოლოდ საკუთარ პლატფორმებზე გაავრცელებს

SpaceX-ი კვარტალურ და წლიურ ფინანსურ ანგარიშებს მხოლოდ საკუთარ პლატფორმებზე გაავრცელებს

BM.GE

Intel-მა უახლესი ჩიპების წარმოება დაიწყო

Intel-მა უახლესი ჩიპების წარმოება დაიწყო

BM.GE