მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სოლიდარობა, ფასების შედარება და AI განათლება - Re:school პროექტებზე
სოლიდარობა, ფასების შედარება და AI განათლება - Re:school პროექტებზე

სოლიდარობა, ფასების შედარება და AI განათლება - Re:school პროექტებზე

BM.GE18 ივნისი, 2026, 01:00|bm.ge

ციფრული ტექნოლოგიების საზოგადოებრივ და ეკონომიკურ პროცესებში ინტეგრაცია ყოველდღიურობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ამ ფონზე Re:school-ისა და Re:invent-ის დამფუძნებელი სალომე მგელაძე რამდენიმე ინოვაციურ პროექტს ახორციელებს, რომლებიც ერთდროულად სოციალური და კომერციული მიზნების მიღწევას ემსახურება.

BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ სალომე მგელაძემ სამი ძირითადი პლატფორმის შესახებ ისაუბრა - sikete.ge, gamige.com/ge და Re:school-ის AI განათლების პროგრამებზე.

მისი თქმით, sikete.ge სოციალური სოლიდარობის ციფრული პლატფორმაა, რომელიც ადამიანებს ურთიერთდახმარების შესაძლებლობას აძლევს.

"sikete.ge მართლაც უპრეცედენტო და ინოვაციური პლატფორმაა… სადაც რეგისტრირდებიან როგორც დახმარების საჭიროების მქონე ადამიანები, ისე ისინი, ვისაც სიკეთის გაკეთება სურს. ასევე არსებობს მესამე რგოლი, რომელიც უბრალოდ მიტანის პროცესში ერთვება", - განაცხადა სალომე მგელაძემ.

მისივე ინფორმაციით, პლატფორმაზე უკვე 1000-ზე მეტი მისია შესრულდა, მათ შორის აღდგომის პერიოდში 600-მდე ოჯახი საკვებით დაიხმარეს. სალომე მგელაძის თქმით, სისტემა გარკვეული ფილტრებით არის დაცული, რათა დახმარება რეალურად საჭირო ადამიანებამდე მივიდეს.

"100%-ით კონტროლირებადი ვერ იქნება, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სისტემაში რეალური საჭიროების მქონე ადამიანები მოხვდნენ", - აღნიშნა მან.

პროექტის პარალელურად ვითარდება კომერციული პლატფორმა gamige.com/ge, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მაღაზიაში ფასების შედარების შესაძლებლობას აძლევს.

"ეს არის პლატფორმა, სადაც მომხმარებელი ხედავს, სად შეუძლია პროდუქტი ყველაზე იაფად შეიძინოს… დღეში 2000-3000 ახალი მომხმარებელი გვემატება", - ამბობს სალომე მგელაძე.

მისი თქმით, პლატფორმა ქმნის ფასების მეტ გამჭვირვალობას და მომხმარებლებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. ამ ეტაპზე პროექტი მონეტიზაციის გარეშე ფუნქციონირებს.

სალომე მგელაძე ასევე ხელმძღვანელობს Re:school-ის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული. მისი თქმით, მიზანია მოზარდებს პრაქტიკული ტექნოლოგიური უნარები ასწავლონ. "ჩვენი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ არაფორმალურ განათლებაში ვართ - დღეს რაც იცვლება, ხვალვე ვასწავლით. ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ძალიან სწრაფად ვრეაგირებთ", - აღნიშნა მან.

მისივე ინფორმაციით, Re:school-ის ბოლო ნაკადმა 100 მოსწავლე უკვე გადაამზადა. პროგრამაში ახალგაზრდები სწავლობენ ვებგვერდების, მობილური აპლიკაციების და AI პროდუქტების შექმნას. გარდა ამისა, წელს დაგეგმილია AI საზაფხულო ბანაკი ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარედ, სადაც მონაწილეები AI ინფლუენსერების შექმნაზე იმუშავებენ.

"ბანაკი ღიაა ყველასთვის და მიზნად ისახავს, ახალგაზრდებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით რეალური შემოსავლის მქონე პროექტები შექმნან", - აცხადებს სალომე მგელაძე.

მისი თქმით, ტექნოლოგიური განათლება და სოციალური ინიციატივები ერთიანდება ერთ ხედვაში - ციფრული ინსტრუმენტებით რეალური სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰაკერული ჯგუფი აცხადებს, რომ Novo Nordisk-ზე კიბერთავდასხმა განახორციელა და $25 მილიონს სძალავდა

ჰაკერული ჯგუფი აცხადებს, რომ Novo Nordisk-ზე კიბერთავდასხმა განახორციელა და $25 მილიონს სძალავდა

BM.GE

SpaceX-ი კვარტალურ და წლიურ ფინანსურ ანგარიშებს მხოლოდ საკუთარ პლატფორმებზე გაავრცელებს

SpaceX-ი კვარტალურ და წლიურ ფინანსურ ანგარიშებს მხოლოდ საკუთარ პლატფორმებზე გაავრცელებს

BM.GE

Intel-მა უახლესი ჩიპების წარმოება დაიწყო

Intel-მა უახლესი ჩიპების წარმოება დაიწყო

BM.GE

ვინ არის ზაზა ბიძინაშვილი, რომელსაც დავით ფერაძესთან ერთად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა?

ვინ არის ზაზა ბიძინაშვილი, რომელსაც დავით ფერაძესთან ერთად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა?

BM.GE