მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Broadcom-ის აქციების ფასი 14%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?
Broadcom-ის აქციების ფასი 14%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

Broadcom-ის აქციების ფასი 14%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE5 ივნისი, 2026, 05:00|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ მეორე ფისკალური კვარტალის ფინანსური შედეგები წარადგინა. როგორც ირკვევა, კომპანიის შემოსავალმა 48%-იანი წლიური ზრდის ფონზე $22.19 მილიარდი შეადგინა, რაც უოლ-სტრიტის $22.13-მილიარდიან პროგნოზს მცირედით აღემატება.

ამასთან, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ წმინდა მოგების სახით $7.79 მილიარდი მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა წლიური 55%-იანი ზრდით $12.1 მილიარდი შეადგინა. რაც შეეხება ერთ აქციაზე განაწილებულ მოგებას, ის $2.44-ით განისაზღვრა.

მეორე კვარტალში კომპანიამ ყველაზე კარგი შედეგები ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებისთვის განკუთვნილი ნახევარგამტარების რეალიზაციით დააფიქსირა. ამ მხრივ შემოსავალი წლიურად 143%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, Broadcom-ის ხელმძღვანელობა მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავლების ჯამური მოცულობა მოლოდინს გადააჭარბებს და $29.4 მილიარდს მიაღწევს. თუმცა ფაქტი, რამაც ინვესტორების განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია არის ის მოლოდინი, რომ მესამე კვარტალში ხელოვნური ინტელექტის ჩიპების გაყიდვებიდან მხოლოდ $16 მილიარდი შემოვა, რაც ანალიტიკოსების $17.2-მილიარდიან პროგნოზს მკვეთრად ჩამორჩება. ამას გარდა, ინვესტორებს არ მოეწონათ ის ცნობაც, რომ კორპორაციამ 2026 წლისთვის ტექნოლოგიურ სეგმენტში შემოსავლების პროგნოზი არ გაზარდა.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ინვესტორთა იმედგაცრუებამ ბაზარზე პირდაპირი გავლენა იქონია. ხელოვნური ინტელექტის სუსტი საპროგნოზო მაჩვენებლების გასაჯაროების შემდეგ, ბირჟაზე Broadcom-ის აქციების ფასი 14%-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქცია $411-ად იყიდება, კაპიტალიზაცია კი $1.95 ტრილიონამდეა შემცირებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

BM.GE

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

BM.GE

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE