მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბუკა პეტრიაშვილს ტროტუარზე დგომის გამო, 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ბუკა პეტრიაშვილს ტროტუარზე დგომის გამო, 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ბუკა პეტრიაშვილს ტროტუარზე დგომის გამო, 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

BM.GE14 მაისი, 2026, 23:20|bm.ge

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის წინააღმდეგ ტროტუარის საქმე განიხილა და მას 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

მას ბორკილები დარბაზშივე დაადეს.

პეტრიაშვილს შსს გასული წლის 17 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომას და ფეხით მოსიარულეთა „ხელოვნურად“ დაბრკოლებას ედავებოდა.

ბუკა პეტრიაშვილის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ირაკლი აბესაძე იცავდა. მისი შეფასებით, „ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო, სასამართლო, სადაც „ბირჟავიკის“ უფლებრივი მდგომარეობა უფრო მაღალი სტანდარტით არის დაცული, ვიდრე იმ ადამიანების, ვინც მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი „ხელოვნურობის“ გარეშე დგას და მსჯელობს ქვეყნის მომავალზე.

“ადვოკატის შეფასება ემყარება იმ მოცემულობას, რომ ნებისმიერი რაოდენობით ადამიანების თავმოყრა და სხვა აქტივობებით დაკავება, ან უბრალოდ დგომა ტროტუარზე შსს-ს მხრიდან სამართალდარღვევის ოქმის შედგენას არ ითვალისწინებს. მსგავსი პრაქტიკა მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის მონაწილე ადამიანების მიმართ მუშაობს. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ობიექტური რეალობაა, რომ დემონსტრანტებს შორის ქვეითთა გავლა თავისუფლად შესაძლებელია. ტროტუარი მათი მხრიდან სრულად ათვისებული არ არის და არავითარი ქმედებით, პოზით, თუ სიტყვით არავის უშლიან ხელს გავლაში.„როცა შეგიძლია ჩაატარო აქციაც და გაიაროს ქვეითმაც ტროტუარზე, არ არსებობს უფლებრივი კონფლიქტი. სად არის აქ შსს-ს კომპეტენცია, რომელიც უნდა ჩაერიოს ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად?“ - სვამს კითხვას ადვოკატი.

„არცერთ შემთხვევაში მე თავს სამართალდამრღვევად არ მივიჩნევ, ამ სრულიად უგუნური, არალეგიტიმური კანონის გათვალისწინებითაც კი. სისტემას აქვს სურვილი, რომ დასაჯოს ადამიანი, ვისაც აქვს პროტესტის გამოხატვის სურვილი. არ მინდა ამის თქმა, რომ „გავიღვიძეთ ჩელიაბინსკში“, ბევრი მაქვს მეც გაკეთებული, რომ ასე არ მომხდარიყო, მაგრამ პოლიტიკურ დევნად აღვიქვამ გადაწყვეტილებას ჩემი სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ“, - განაცხადა ბუკა პეტრიაშვილმა, სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • ფოთში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებატვ პირველი
  • ინტიმური ხასიათის ფოტოები გაუვრცელეს, დაზარალებულმა თავი მოიკლა - 2 პირს პატიმრობა მიესაჯაფორმულა
  • აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვანეტგაზეთი
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯარუსთავი 2
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE