მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ბურთი აშშ-ის მოედანზეა" - როგორ ხედავს მთავრობა აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზებას?
"ბურთი აშშ-ის მოედანზეა" - როგორ ხედავს მთავრობა აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზებას?

"ბურთი აშშ-ის მოედანზეა" - როგორ ხედავს მთავრობა აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზებას?

BM.GE17 ივლისი, 2026, 14:11|bm.ge

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ დღეს, 17 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე ისაუბრა.

მდინარაძის განცხადებით, ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მისივე შეფასებით, "ეს არის ძალიან კარგი ჟესტი მასპინძლების მხრიდან".

საუბარია ვაშინგტონში მიმდინარე ღონისძიებაზე, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით მონაწილეობს. "პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ" ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელშიც 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

"საქართველოს აქვს ძალიან მწვავე და მწარე გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, რასაც ამბობენ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის თანამშრომლები, წარმომადგენლები, ხელმძღვანელები, განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, საქართველომ საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ გამოცადა ის, რაზეც დღეს, შეიძლება ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში საუბრობენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები", - ამბობს მდინარაძე.

"ტვ პირველის" კითხვაზე რატომ ვერ ხდება ურთიერთობების ნორმალიზება ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც, მდინარაძე პასუხობს, რომ ახლა ბურთი აშშ-ის მოედანზეა, რადგან ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნორმალიზებაზე და არა იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის და როდესაც ვსაუბრობდით „დიფ სთეითსა“ და არაფორმალური გავლენების მოქმედებაზე მათ შორის, სხვადასხვა ადმინისტრაციასთან, კერძოდ კი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან მიმართებით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და არ მოვრიდებივართ იმის აღნიშვნას, რომ „დიფ სთეითის“ და სხვადასხვა ჯგუფების არაფორმალური გავლენა, ვიფიქრებთ, რომ კვლავ ძალაშია. შეიძლება ნაკლებად, მაგრამ მაინც თუ ეს ხარვეზები ქვეყნებს შორის ურთიერთობაში მათი მხრიდან არ გამოსწორდა... ჩვენ ამას ვამბობთ და არასდროს მოვრიდებივართ.

ახლა თქვენი კითხვიდან ისე ჩანს, თითქოს ერთი ადმინისტრაცია გასაგებია, რომ ცუდად მოქმედებდა, მაგრამ რადგან ახლა კარგი ადმინისტრაციაა და ის მოგწონთ, ეს ყველაფერს რადიკალურად რატომ არ ცვლისო. მოწონება-არმოწონებაზე ან პოლიტიკურ გემოვნებაზე კი არ არის საუბარი, არამედ მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად გათავისუფლდება ახალი ადმინისტრაციის კონკრეტული მიმართულების ადამიანების მოქმედება იმ ძველი გავლენებისგან, რომლებსაც თავად ტრამპი უწოდებდა „დიფ სთეითის“ გავლენებს...

ბურთი მართლაც ამერიკელების მოედანზეა. სხვათა შორის, ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებს ვეძახდით, თუმცა არც უვიზო მიმოსვლა გვქონდა და არც პირდაპირი ფრენები. საერთოდ, არანაირი საკითხი, რომელიც ვერბალური გამოხატულების მიღმა სტრატეგიული პარტნიორობის რეალური მაჩვენებელი იქნებოდა, ამ ქვეყანაში არ არსებობდა არც წინა ხელისუფლების დროს, არც ჩვენს დროს, არავის დროს. ხომ არ გახსოვთ თუნდაც ერთი დღე, როდესაც უვიზო მიმოსვლა გვქონდა? მაშინ, როცა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზების გაცემის გაცილებით მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ. ეს იყო მხოლოდ სიტყვით სტრატეგიული პარტნიორობა და საქმით ეს არ ჩანდა. ჩვენ სწორედ ამაზე ველაპარაკებით.

ახლა გადაწყვეტილებები მათ მოედანზეა. ჩვენ უკვე ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ დაგვერწმუნებინა ჩვენი ამერიკელი კოლეგები, რომ ეს გარდაუვალია, ადრე თუ გვიან საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეძლონ სიტუაციის ნორმალიზება", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 2026 წლის თებერვალში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის კავკასიური ვოიაჟის შემდეგ საქართველო, რომელიც 2024 წლის დეკემბრამდე აშშ-ის ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი იყო სამხრეთ კავკასიაში, ახლა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა არ აქვს. ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტისას ისტორიაში პირველად დაფიქსირდა ფაქტი, როცა კავკასიაში ყოფნის მიუხედავად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოსულა. საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2009 წლის იანვარში ვაშინგტონში მოეწერა, თუმცა 2024 წლის ნოემბერში ამერიკამ ეს შეთანხმება შეაჩერა. მიზეზი დემოკრატიული უკუსვლა და ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა იყო.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს

უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს

BM.GE

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტისთვის მთავრობამ მიწის ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება მიიღო

სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტისთვის მთავრობამ მიწის ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება მიიღო

BM.GE

განათლების სამინისტრო თურქმენეთთან ერთობლივი პროექტების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე იმუშავებს

განათლების სამინისტრო თურქმენეთთან ერთობლივი პროექტების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე იმუშავებს

BM.GE

ირაკლი ბურჭულაძე მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი აღარაა

ირაკლი ბურჭულაძე მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი აღარაა

BM.GE