მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. BYD-ის მოგება ბოლო ექვს წელიწადში ყველაზე მკვეთრად შემცირდა
BYD-ის მოგება ბოლო ექვს წელიწადში ყველაზე მკვეთრად შემცირდა

BYD-ის მოგება ბოლო ექვს წელიწადში ყველაზე მკვეთრად შემცირდა

BM.GE30 აპრილი, 2026, 02:51|bm.ge

ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი BYD-ის წმინდა მოგება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 55.4%-ით შემცირდა. კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ამ მაჩვენებელმა 4.1 მილიარდი იუანი ($599.5 მლნ.) შეადგინა.

აღნიშნული მონაცემი 2020 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მასშტაბური ვარდნაა. პარალელურად, 11.8%-ით შემცირდა ბრენდის შემოსავალიც. საყურადღებოა, რომ თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანია ზრდას აჩვენებდა, ახლა შემოსავლების კლების ტენდენცია ზედიზედ მესამე კვარტალია გრძელდება.

როგორც ირკვევა, შიდა ბაზარზე გაყიდვების კლება ჩინეთში ელექტრომობილების სუბსიდირების შემცირებასა და კონკურენციის გამძაფრებას უკავშირდება. Geely-სა და Leapmotor-ის მხრიდან მზარდი ზეწოლის გამო, BYD-ის რეალიზაციის მაჩვენებელი მარტში ზედიზედ მეშვიდედ შემცირდა. Macquarie Capital-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კომპანიას ბაზრის წილის აღდგენა აუცილებლად დასჭირდება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გაყიდვების დინამიკაზე გავლენა იაფფასიან ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირებამაც იქონია.

შექმნილი ვითარების ფონზე, ავტომწარმოებელმა სტრატეგიული აქცენტი ექსპორტსა და მაღალტექნოლოგიურ მოდელებზე გადაიტანა. BYD-ი 2026 წლისთვის საზღვარგარეთ 1.5 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით წელს ექსპორტი 40%-ით უნდა გაიზარდოს. ბაზრის ექსპერტები BYD-ს გეგმებს სკეპტიკურად უყურებენ. მათი შეფასებით, მიმდინარე წელს ექსპორტი მხოლოდ 25-30%-ით გაიზრდება.

კომპანიამ პეკინის ავტოშოუზე ახალი ელექტრომობილი, სედანის ტიპი Datang-ი წარადგინა. როგორც ირკვევა, ეს მოდელი პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი და ის ევროპულ ბრენდებთან კონკურენციისთვის შეიქმნა. ტექნოლოგიური უპირატესობის მოსაპოვებლად კომპანია ზესწრაფი დამუხტვის სისტემების დახვეწასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, BYD-ი მსოფლიოში ელექტრომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია ბაზარზე Tesla-ს მთავარ კონკურენტად მიიჩნევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE