მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ByteDance-მა მედიკამენტების AI სტარტაპისთვის $290 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა
ByteDance-მა მედიკამენტების AI სტარტაპისთვის $290 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

ByteDance-მა მედიკამენტების AI სტარტაპისთვის $290 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 02:50|bm.ge

ჩინურმა სოციალური მედიისა და ინტერნეტგიგანტმა, TikTok-ის შემქმნელმა ByteDance-მა, ხელოვნური ინტელექტით მედიკამენტების შექმნის მიმართულების დამოუკიდებელ კომპანიად გამოყოფის შემდეგ, 290 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

შანხაიში ბაზირებული სტარტაპი Anew Labs-ი, რომელიც ახალი მედიკამენტების კვლევისა და შექმნისთვის AI ტექნოლოგიებს იყენებს, პირველი გარე ინვესტიციის მოზიდვის შედეგად 1.5 მილიარდ დოლარად შეფასდა.

როგორც ერთ-ერთი წყარო განმარტავს, ByteDance-მა ფარმაცევტული სტარტაპი მისი გრძელვადიანი განვითარების უკეთ მხარდასაჭერად გამოყო, რადგან ხელოვნური ინტელექტით წამლების შექმნის სფერო განსხვავებულ ინდუსტრიულ ლოგიკასა და მართვის სპეციფიკას მოითხოვს, ვიდრე ჰოლდინგის ძირითადი ბიზნესი.

მეორე წყაროს ცნობით, ინვესტიციების მოზიდვის შემდეგ ByteDance-ი კომპანიაში 56%-იან საკონტროლო წილს შეინარჩუნებს.

წყაროების ცნობით, საინვესტიციო რაუნდს უძღვებოდნენ HSG (ყოფილი Sequoia China), IDG Capital და Hillhouse Investment, ხოლო თანაწამყვანი ინვესტორი 5Y Capital იყო. სხვა ინვესტორებს შორის არიან Gaorong Ventures, Primavera Venture Partners, Boyu Capital, ასევე სტრატეგიული ინვესტორი SBP Group და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ფონდი Shanghai Future Industries Fund. წყაროებმა ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, რადგან აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ გასაჯაროებულა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-მა Boeing-ს ბელარუსულ „ბელავიასთან“ თანამშრომლობის ნებართვა მისცა

აშშ-მა Boeing-ს ბელარუსულ „ბელავიასთან“ თანამშრომლობის ნებართვა მისცა

BM.GE

რა სჭირდება ქართულ სათამაშოს ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად? - "გოგორას" გამოცდილება

რა სჭირდება ქართულ სათამაშოს ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად? - "გოგორას" გამოცდილება

BM.GE

აზერბაიჯანის არასანავთობო მრეწველობა 2021-2025 წლებში 1.5-ჯერ გაიზარდა

აზერბაიჯანის არასანავთობო მრეწველობა 2021-2025 წლებში 1.5-ჯერ გაიზარდა

BM.GE

საქართველოში ტყავის ფეხსაცმლის იმპორტმა $32 მილიონს გადააჭარბა - მთავარი მომწოდებელი ქვეყნები

საქართველოში ტყავის ფეხსაცმლის იმპორტმა $32 მილიონს გადააჭარბა - მთავარი მომწოდებელი ქვეყნები

BM.GE