მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "CFD ტარიფები 20-25%-ითაა გასაზრდელი, რომ ინვესტორებს სტიმული მიეცეთ" - რას ითხოვს ენერგეტიკის სექტორი?
"CFD ტარიფები 20-25%-ითაა გასაზრდელი, რომ ინვესტორებს სტიმული მიეცეთ" - რას ითხოვს ენერგეტიკის სექტორი?

"CFD ტარიფები 20-25%-ითაა გასაზრდელი, რომ ინვესტორებს სტიმული მიეცეთ" - რას ითხოვს ენერგეტიკის სექტორი?

BM.GE18 ივლისი, 2026, 12:39|bm.ge

ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ CFD აუქციონებში დაფიქსირებულ ტარიფებს უნდა გადახედოს და ენერგოკომპანიებთან გაფორმებულ მემორანდუმებში ცვლილებები შეიტანოს.

როგორც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიის “ბემონის” მმართველი დირექტორი გიორგი მირცხულავა BMG-სთან ამბობს, გენერაციის ობიექტების მშენებლობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნადაა გაძვირებული. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რიგ შემთხვევაში ინვესტორებს არსებული ტარიფებით ენერგოობიექტების მშენებლობა გაუჭირდეთ.

აქედან გამომდინარე, მირცხულავა მიიჩნევს, რომ საშუალო მედიანური ტარიფები, რომელიც სხვადასხვა გენერაციის ობიექტიდან გამომდინარე, 5.5-6.6 ცენტის ფარგლებში იყო, 20-25%-ითაა დასაკორექტირებელი.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 30%-იანი ან მეტი გაძვირება არის მშენებლობის თვითღირებულებაში. პირობითად, ჰიდროენერგეტიკაში 1 მეგავატის აშენება თუ ჯდებოდა 1.2-1.5 მლნ დოლარი, ახლა ეს 2-2.5 მლნ დოლარიც კი შეიძლება იყოს. ხელფასიც რომ ავიღოთ ყველაზე დაბალკვალიფიციური მუშახელის, თითქმის გაორმაგდა. ამიტომ, ერთობლიობაში რომ ავიღებთ ამ ხარჯებს, მინიმუმ 30%-ითაა გაძვირებული, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო მეტადაც, გააჩნია რეგიონს, სირთულეს და ა.შ.

ეს ქმნის საკმაოდ მძიმე სიტუაციას, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი ასეთი დეველოპერი ერთგვარად ჩაკეტილია სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, სადაც მითითებულია ტარიფი, რომელიც იმ გადმოსახედიდან, თუნდაც იმ გათვლით, რომ რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპებზე მშენებლობა ყოველთვის ძვირდება, დღეს სხვა რეალობაშია. ამიტომ, ეს არის რეალობა, ეს არის ისეთი საკითხი, რომელზეც კითხვა არ არსებობს, მაგრამ ეს შემდეგ პირდაპირ ურტყამს ამ ბიზნესს. შეძლებენ კი დეველოპერები გაძვირებიდან გამომდინარე, პროექტების განხორციელებას? იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ბიზნესპროექტი, ეს არის პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ აშენდეს რაც შეიძლება მეტი ენერგოობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას, რომ იყოს ენერგოდამოუკიდებელი, ენერგოთვითკმარი, აღარ დასჭირდეს იმპორტი. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა.

ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი ცალსახად არ არის. ამიტომ, ალბათ, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა, დეველოპერებმა უნდა მოილაპარაკონ და მოხდეს ამ ტარიფების გადახედვა. რა თქმა უნდა, პრიორიტეტების მიხედვით და შესაბამისად გადახედილი იყოს ეს ტარიფები, მოხდეს მათი კორექცია. მე თუ ეკონომიკურად პროექტი გამიძვირდა და ჩემი ინვესტიცია დამიბრუნდება უფრო გვიან, და ეს ფაქტია რომ ასეა, შესაბამისად, დავფიქრდები, გავაკეთო თუ არა ინვესტიცია. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ [CFD აუქციონის] ფარგლებში დადგენილი ტარიფები 20-25%-ითაა დასაკორექტირებელი. ზოგიერთ შემთხვევაში, თუ უფრო დიდ პროექტებზეა ლაპარაკი, შეიძლება უფრო მეტითაც იყოს [გასაზრდელი]. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საშუალება, დიდ პროექტებზე, რომლებიც ქვეყნის მდგრადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადვილად ვთქვათ უარი”, - განაცხადა გიორგი მირცხულავამ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

6 წელში სოფლის განვითარების სააგენტომ მოსავლის ამღები ტექნიკის ბენეფიციარები ₾42 მილიონით დააფინანსა

6 წელში სოფლის განვითარების სააგენტომ მოსავლის ამღები ტექნიკის ბენეფიციარები ₾42 მილიონით დააფინანსა

BM.GE

ეგვიპტეში არქეოლოგებმა 3000-წლიანი სამარხი აღმოაჩინეს

ეგვიპტეში არქეოლოგებმა 3000-წლიანი სამარხი აღმოაჩინეს

BM.GE

საქართველოს ჯერ კიდევ სესხების დოლარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე აქვს გლობალურად - დავით უტიაშვილი

საქართველოს ჯერ კიდევ სესხების დოლარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე აქვს გლობალურად - დავით უტიაშვილი

BM.GE

Amazon-მა ბოლო წლებში 57 000 თანამშრომელი გაათავისუფლა

Amazon-მა ბოლო წლებში 57 000 თანამშრომელი გაათავისუფლა

BM.GE