
ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას გზის 11 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია წელს დასრულდება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ5-კმ15) სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება 15.3 მილიონ ლარით ფინანსდება და ის მიმდინარე წელს დასრულდება.
"სარეაბილიტაციო გზა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ სიღნაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გადის. იწყება სოფელ ჭოტორის დასავლეთით, გაივლის სოფლებს - ჭოტორსა და ნუკრიანს და მთავრდება ქალაქ სიღნაღის სამხრეთით, ერეკლე მეორის ქუჩის მიმდებარედ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა.
პროექტით გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ზედა და ქვედა საყრდენი კედლების, წყალგამტარი მილების, ავტობუსის გასაჩერებელი პავილიონების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობა", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.
BM.GE
წყარო: bm.ge