
მსოფლიოში ნავთობის ფასი კვლავ მცირდება
BM.GE|bm.ge
ირან-აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, ნავთობზე ფასი კვლავ მცირდება. Brent-ის ტიპის ნავთობზე ფასი 72 დოლარამდე შემცირდა, რაც 24%-იანი კლებაა წინა თვესთან შედარებით. ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 70 დოლარამდეა შემცირებული, ასევე 24%-ით ნაკლები წინა თვესთან შედარებით. თვიურ ჭრილში 35%-იანი კლება ფიქსირდება რუსულ ურალსზე და 57 დოლარი ღირს.
17 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მასუდ ფეზეშქიანმა ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მშვიდობის მისაღწევად. შეთანხმება ნავთობის ექსპორტისთვის უმნიშვნელოვანესი სრუტის, ჰორმუზის სრულად გახსნას ითვალისწინებს. შეთანხმების ფარგლებში აშშ-მა ასევე გააუქმა ათწლეულების განმავლობაში მოქმედი სანქციები ირანული ნავთობის წინააღმდეგ.
გაზიარება:
BM
BM.GE
წყარო: bm.ge