მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თავდაცვის შემდეგ, მთავრობამ 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლებით სასმლის შესყიდვაზე შეზღუდვა შსს-სა და სუს-საც მოუხსნა
თავდაცვის შემდეგ, მთავრობამ 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლებით სასმლის შესყიდვაზე შეზღუდვა შსს-სა და სუს-საც მოუხსნა

თავდაცვის შემდეგ, მთავრობამ 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლებით სასმლის შესყიდვაზე შეზღუდვა შსს-სა და სუს-საც მოუხსნა

BM.GE29 ივნისი, 2026, 11:37|bm.ge

მთავრობის განკარგულებით, ზოგიერთ სახელმწიფო ორგანოს 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლის შესყიდვა შეეძლებათ.

კერძოდ, მთავრობის განკარგულებაში წერია, რომ 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლების შესყიდვა არ გავრცელდეს იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა საჭიროებისათვის საწვრთნელი ოპერაციების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის.

ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა საჭიროებისათვის საწვრთნელი ოპერაციების, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის, აგრეთვე თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისათვის სამხედრო სწავლებების/წვრთნების და სამხედრო ოპერაციების მიზნებისთვის.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეზღუდვა აქამდეც არ ვრცელდებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებებზე. სამხედრო სწავლებების, წვრთნებისა და ოპერაციების მიზნებისთვის. ახალი ცვლილებით კი ძალოვანი უწყებების გამონაკლისთა სიას შსს და სუსიც დაემატა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსების აკრძალვა 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბანკის ნაცვლად, პროექტს სამინისტრო დაამტკიცებს, თანადაფინანსების პროცენტი და ვადიანობა მცირდება | რა შეიცვალა აგროთანადაფინანსების პროგრამაში?

ბანკის ნაცვლად, პროექტს სამინისტრო დაამტკიცებს, თანადაფინანსების პროცენტი და ვადიანობა მცირდება | რა შეიცვალა აგროთანადაფინანსების პროგრამაში?

BM.GE

ივნისში დიზელის გაიაფება დაიწყო - რა ფასად იყიდით საწვავს გასამართ სადგურებზე?

ივნისში დიზელის გაიაფება დაიწყო - რა ფასად იყიდით საწვავს გასამართ სადგურებზე?

BM.GE

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა

BM.GE

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

BM.GE