მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩაშლილი გარიგების გამო, Albertsons-მა Kroger-ისგან $9 მილიარდი მოითხოვა
ჩაშლილი გარიგების გამო, Albertsons-მა Kroger-ისგან $9 მილიარდი მოითხოვა

ჩაშლილი გარიგების გამო, Albertsons-მა Kroger-ისგან $9 მილიარდი მოითხოვა

BM.GE14 ოქტომბერი, 2026, 13:20|bm.ge

ამერიკული სასურსათო ქსელი Albertsons-ი, ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შერწყმის პროცედურის ჩაშლის გამო, Kroger-ისგან $9 მილიარდზე მეტის ანაზღაურებას ითხოვს.

დელავერის შტატის სასამართლოში წარდგენილი სარჩელის მიხედვით, საქმე $24.6-მილიარდიან ჩაშლილ გარიგებას ეხება, რომელმაც, როგორც ჩანს, Albertsons-ის ინვესტორებს მრავალმილიარდიანი ზარალი მიაყენა.

საკომპენსაციო ჯამური თანხა $9.3 მილიარდს აჭარბებს, რაც აქციონერთა პრემიას, $600-მილიონიან კონტრაქტის გაუქმების ჯარიმასა და $75 მილიონის ოდენობის საპროცენტო ხარჯებს აერთიანებს.

Albertsons-ის განცხადებით, Kroger-მა ხელშეკრულების პირობები შეგნებულად დაარღვია და მარეგულირებლის თანხმობის მისაღებად სათანადო ძალისხმევა არ გაიღო. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, Kroger-მა ფინანსური მიზნები პრიორიტეტად აქცია და მარეგულირებლების მიერ მოთხოვნილი აქტივების გასხვისებაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება საპასუხო პოზიციას, Kroger-ის მენეჯმენტი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კომპანიამ გარიგების გადასარჩენად ყველა შესაძლო გზა გამოიყენა. ამასთან, კომპანია Albertsons-ს პროცესის მიზანმიმართულ საბოტაჟში ადანაშაულებს. Kroger-ის მტკიცებით, Albertsons-ი C&S Wholesale Grocers-თან ფარულად თანამშრომლობდა, რათა მარეგულირებლებს იმაზე მეტი მაღაზიის გაყიდვა მოეთხოვათ, ვიდრე ეს თავდაპირველად იგეგმებოდა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების ორ უმსხვილეს სასურსათო ქსელს შორის დაგეგმილი ისტორიული შერწყმა ფედერალურმა სასამართლომ 2024 წლის დეკემბერში დაბლოკა, მიზეზი კონცენტრაციის რისკები იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი კორპუსი აშენდება - ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი კორპუსი აშენდება - ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა

BM.GE

ალკოჰოლური სასმელები, წყლები... - საქართველოდან სასმელების თითქმის ნახევარი რუსეთში გადის

ალკოჰოლური სასმელები, წყლები... - საქართველოდან სასმელების თითქმის ნახევარი რუსეთში გადის

BM.GE

ხის სახლის მშენებლობა გაძვირდა - რა არის კვ.მ-ს ფასი?

ხის სახლის მშენებლობა გაძვირდა - რა არის კვ.მ-ს ფასი?

BM.GE

რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო დაუდგინდა - რა დეტალებს ავრცელებს ვატიკანი?

რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო დაუდგინდა - რა დეტალებს ავრცელებს ვატიკანი?

BM.GE