ორიგინალი
სინამდვილეში ეს ტანსაცმლის იმპორტის ახალი გადასახადია. ბიზნესმა საკუთარი უფლებები უნდა დაიცვას - რომან გოცირიძე
BM.GE·12:50

სინამდვილეში ეს ტანსაცმლის იმპორტის ახალი გადასახადია. ბიზნესმა საკუთარი უფლებები უნდა დაიცვას - რომან გოცირიძე

28 ნოემბერი, 2026 · 12:50

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ტანსაცმლის იმპორტის საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასურის ცვლილებასთან დაკავშირებით ბიზნესმა საკუთარი უფლებები უნდა დაიცვას და საკითხი სასამართლოში გაასაჩივროს.

როგორც გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, მთავრობამ ამ ცვლილებით კონსტიტუცია დაარღვია და რეალურად ახალი გადასახადი შემოიღო ისე, რომ მას გადასახადი არ უწოდა.

საქმე ისაა, რომ 25 ნოემბრიდან საქართველოში ტანსაცმლის, ასევე თეთრეულის და ფეხსაცმლის იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური შეიცვალა. თუკი აქამდე მოქმედებდა ტანსაცმლის პარტიის იმპორტის გაფორმების მაქსიმუმ 500 ლარი განურჩევლად იმისა, რა ზომის პარტია იყო, ახლა საფასური მიება ტანსაცმლის წონას და ერთ კილოგრამზე 3 ლარია. გამონაკლისს წარმოადგენს იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებიდან და მეორადი ტანსაცმლის იმპორტი.

"მთავრობამ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია!

მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან მთავრობამ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საფეიქრო ნაწარმის შემოტანაზე ახალი გადასახადი შემოიღო ისე, რომ მას გადასახადი არ უწოდა-საბაჟო გაფორმებისას იმპორტიორებს თითოეულ კილოგრამ საქონელზე 3 ლარის გადახდა მოუწევთ.

ეს ნიშნავს, რომ 1 ტონა საქონლის იმპორტზე 3 000 ლარი უნდა გადაიხადონ, 5 ტონაზე 15 000 ლარი და ა. შ.

მანამდე მოქმედებდა შემოტანილი პარტიის გაფორმების ფიქსირებული 500-ლარიანი საფასური.

საქართველოს კონსტიტუცია და „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანული კანონი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებაზე რეფერენდუმის მოთხოვნას ადგენს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა.

მთავრობამ კი ახალი ფინანსური ტვირთი საკუთარი დადგენილებით დააწესა და მას მომსახურების საფასური უწოდა. სინამდვილეში ეს იმპორტის ახალი გადასახადია თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან თანხა მიბმულია იმპორტირებული საქონლის წონაზე და არა გაწეული მომსახურების მოცულობასა თუ თვითღირებულებაზე.

მისი ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება მანამდე არსებულ საბაჟო გაფორმების საფასურს.

სახელწოდების შეცვლა გადასახადის ბუნებას ვერ ცვლის!

სინამდვილეში ეს დამატებითი გადასახადია და არა კონკრეტული საბაჟო მომსახურების რეალური ღირებულების ანაზღაურება.

საქართველოს ბიზნესასოციაცია ყურმოჭრილი მონა რომ არ იყოს ხელისუფლების, ამ ფაქტს გააპროტესტებდა და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელსაც შეიტანდა. ამას არ იზამენ რა თქმა უნდა.

აუცილებელია, რომ ეს თავად ამ სფეროს ბიზნესის წარმომადგენლებმა გააკეთონ. ქვეყანაში ბევრი კვალიფიცირებული იურისტია, რომლებსაც ამ საკითხის გაძღოლა შეუძლიათ.

ბიზნესმა საკუთარი უფლებები თავად უნდა დაიცვას",- წერს რომან გოცირიძე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სინამდვილეში ეს ტანსაცმლის იმპორტის ახალი გადასახადია. ბიზნესმა საკუთარი უფლებები უნდა დაიცვას - რომან გოცირიძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·13:24

ბლოკადის დარღვევის გამო, აშშ-ის სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში გემს ცეცხლი გაუხსნეს

ბლოკადის დარღვევის გამო, აშშ-ის სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში გემს ცეცხლი გაუხსნეს
BM.GE·12:04

„იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ“ - რასა იუკნევიჩიენე ქართველ ხალხს მიმართავს

„იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ“ - რასა იუკნევიჩიენე ქართველ ხალხს მიმართავს
BM.GE·11:24

მოსწავლეებს, რომლებიც ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ჩააბარებენ, მთავრობა სწავლის საფასურის ნაწილს დაუფინანსებს

მოსწავლეებს, რომლებიც ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ჩააბარებენ, მთავრობა სწავლის საფასურის ნაწილს დაუფინანსებს
BM.GE·11:00

გალერია თბილისი – ქალაქის გული 9 წლის ხდება

გალერია თბილისი – ქალაქის გული 9 წლის ხდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.